FM97.5 / LIVE

პროექტის - #თიბისიშენთვის ფარგლებში კომპანიამ 6 უნივერსიტეტისთვის ლეპტოპები შეიძინა ®

მთავარისიახლე, რეკლამა 26.03.2020
პროექტის - #თიბისიშენთვის ფარგლებში კომპანიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის ლეპტოპები შეიძინა. პირველ ეტაპზე, ლეპტოპები თიბისის პარტნიორ სასწავლებლებს - თავისუფალ, კავკასიის, ევროპის, ქართულ-ამერიკულ და შავი ზღვის უნივერსიტეტებს, ასევე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) გადაეცემათ. სწავლის დასრულებამდე აღნიშნული ტექნიკით სულ 161 სტუდენტი ისარგებლებს.

პროექტის - #თიბისიშენთვის ფარგლებში კომპანიამ 6 უნივერსიტეტისთვის ლეპტოპები შეიძინა ®

ამ ინიციატივისთვის ის სტუდენტები შეირჩნენ, რომელთა ოჯახებიც, ოფიციალური მონაცემებით, პერსონალურ კომპიუტერს არ ფლობენ და რომელთა სასწავლო პროცესი ამ მიზეზის გამო შეფერხების წინაშე დადგა. შერჩეული ახალგაზრდების უმრავლესობა, უნივერსიტეტის დაფინანსებით და საგრანტო პროგრამით სწავლობს და წარმატებული სტუდენტია.

„კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა. თიბისისთვის მნიშვნელოვანია, რომ დისტანციურად სწავლის გაგრძელებისა და განათლების მიღების შესაძლებლობა ყველა სტუდენტს შეუფერხებლად მიეცეს. აღნიშნული ინიციატივა არ იქნება ერთჯერადი ხასიათის. პირველ ეტაპზე კი თიბისის პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტების საჭიროებები დავაკმაყოფილეთ.“ - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

პროგრამა - „თიბისი შენთვის“ საქართველოს მოსახლეობის მხარადსაჭერად შეიქმნა და ის COVID-19-ის მიერ მიყენებული ზიანის შესამცირებლად თიბისის ინიცირებულ სხვადასხვა პროექტს და პარტნიორებთან კოლაბორაციებს გააერთიანებს.

მხარდაჭერის პროგრამა 2 კომპონენტისგან შედგება: 2 მილიონი ლარი სოციალური დახმარების ინიციატივებისთვის გამოიყოფა, სადაც აქცენტი გაკეთდება დისტანციური განათლების ხელშეწყობაზე, ხანდაზმულების დახმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე; 3 მილიონ ლარზე მეტი კი, მომდევნო ორი თვის განმავლობაში მომხმარებლების საკომისიო ხარჯის შესამსუბუქებლად, როგორც ფიზიკური პირების, ისე ბიზნესებისთვის.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თიბისი COVID 19-ის გამოწვევების დასაძლევად 5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს ®

თიბისელების ჩართულობით, რეგიონებში 100 უფროსკლასელი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, ლეპტოპებს მიიღებს ®
პროგრამის - #თიბისიშენთვის ფარგლებში ხანდაზმული მოქალაქეები დახმარებას მიიღებენ ®
თიბისიმ პროგრამის „თიბისი შენთვის“ ფარგლებში COVID-19 -ის სწრაფი ტესტები შეიძინა ®

თიბისის მხარდაჭერით, პირბადეების მწარმოებელი - შპს 'ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი'  გაიხსნა ®

პირველი ციფრული ბარათი თიბისისგან  #შენთვის ®

თიბისი ფეი 1 ლარიან საკომისიო გადასახადს აუქმებს ®