FM97.5 / LIVE

საქართველოს რკინიგზა პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოებს პერმანენტულ რეჟიმში ატარებს ®

მთავარისიახლე, რეკლამა 12.03.2020
საქართველოს რკინიგზა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოძრავი შემადგენლობების, სადგურების, სერვის ცენტრებისა და დეპოების სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას აგრძელებს.

საქართველოს რკინიგზა პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოებს პერმანენტულ რეჟიმში ატარებს ®

სამგზავრო მატარებელსა და დეპოებში დეზინფექციის პროცესის მიმდინარეობას საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახურის უფროსი ადგილზე გაეცნო. ნიკა კაჭარავას განცხადებით, საქართველოს რკინიგზა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებას, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს და დაგეგმილ საპროფილაქტიკო ღონისძიებებს ამ რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს. ,,საქართველოს რკინიგზის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ყველა მოძრავ შემადგენლობაში, ასევე შენობებში, დეპოებში და სერვის ცენტრებში ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები. დეზინფექციისთვის ვიყენებთ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში მითითებული ქიმიური ნივთიერების შემცველ ხსნარებს. დეზინფექცია ტარდება პერმანენტულ რეჟიმში და გაგრძელდება მანამ, სანამ გვექნება მითითება.” - განმარტავს ნიკა კაჭარავა.

დაავადების პრევენციისთვის საქართველოს რკინიგზა, მემანქანეების რეისის წინა შემოწმების პროცესს შესაბამისი აპარატურით ახორციელებს. უკვე შესყიდულია და მიმდინარე წლის აპრილიდან აღნიშნული აპარატურა იქნება სრულად უკონტაქტო ყველა შესამოწმებელ პუნქტში, ხოლო ვირუსის პრევენციისთვის მარტის ბოლომდე მემანქანეების შემოწმება ერთჯერადი, ინდივიდუალური ალკოტესტერებით განხორციელდება, რისი შესაბამისი მარაგიც კომპანიის მიერ უკვე შეძენილია.

საქართველოს რკინიგზა პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოებს პერმანენტულ რეჟიმში ატარებს ®


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კორონავირუსთან დაკავშირებით სკოლებში სწავლა შეწყდება
საქართველოს რკინიგზა გამცილებლებს ინგლისურ ენაში გადაამზადებს ®

საქართველოს რკინიგზის განცხადება ®

სამგზავრო მატარებელებისა და სადგურების  დეზინფიცირება ყოველდღიურად ჩატარდება ®
საქართველოს რკინიგზის განცხადება[R]
ადიგენის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს ®
საკოორდინაციო საბჭომ თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ რეკომენდაცია გასცა