FM97.5 / LIVE

ფოთლების ღია წესით დაწვაზე შესაძლოა სანქცია გამკაცრდეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.03.2020
ჰაერის დაბინძურების შემთხვევაში, იურიდული პირების, საწარმოებისა და ბიზნეს ოპერატორებისთვის შესაძლოა სანქცია 15 000 ლარამდე გაიზარდოს. ფიზიკური პირებისთვის კი, 200-დან 500 ლარამდე განისაზღვრება.

ფოთლების ღია წესით დაწვაზე შესაძლოა სანქცია გამკაცრდეს

გაზაფხულსა და შემოდგომაზე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ეზოებსა და ბაღებში შეგროვებულ ნედლ და ხმელ ფოთლებს ადგილზე წვავს. მსგავსი ტიპის ნარჩენების დაწვისთვის, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, როგორც იურიდულ, ასევე ფიზიკურ პირებზე სანქცია მოქმედებს.

გარემოს დაცვით ზედამხედველობით სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ფიზიკური პირისთვის ნებისმიერი ტიპის ნარჩენების, მათ შორის ფოთლებისა და საბურავების ღია წესით დაწვა აკრძალულია. ამისათვის ჯარიმა 200–დან 500 ლარამდე განისაზღვრება, ხოლო იურიდიული პირებისთვის – თანხა 500–დან 1000 ლარამდეა.

„ნარჩენების მართვის კოდექსში, 35–ე მუხლის, პირველ პუნქტში საუბარია მუნიციპალურ ნარჩენებზე, რომლებიც სახიფათოა. სწორედ აქ შედის ფოთლების წვა ღია სივრცეში. ამ შემთხვევაში, არის სანქცია 200 ლარი, ხოლო მეორე პუნქტი გულისხმობს ისეთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, რომლებიც ასევე არის სახიფათო. აქ ფოთლების გარდა, მოიაზრება საბურავები და მსგავსი რეზინის შემცველი ნივთიერებები, რომლებიც შედარებით მაღალი დოზით გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს, ღია სივრცეში დაწვის შემთხვევაში ჯარიმა შეადგენს 500 ლარს“,- ამბობს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა ტატო ირემაძე.

განსხვავებული წესი მოქმედებს იურიდიული პირების შემთხვევაში: „აქვთ ცალკე საორგანიზაციო გეგმა და გარემოს შეფასების დოკუმენტები, რომლითაც მათ განესაზღვრებათ სპეციალური ვალდებულებები, როგორ უნდა მოახდინონ ნარჩენების ლიკვიდაცია. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, უკვე გადადის ადმინისტრაციულ კოდექსში, რაც განისაზღვრება 500-დან 1000 ლარმდე ჯარიმით“,- ამბობს ირმეაძე.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს, ჰაერის დაბინძურების შემთხვევაში ჯარიმა 5 000-დან 15 000 ლარამდე იზრდება. ცვლილება იურიდიულ პირებს, საწარმოებსა და ბიზნეს ოპერატორებს შეეხებათ. კანონპოექტის დამტკიცების სავარაუდო პერიოდი 2020 წლის მაისია.

გარემოსდამცველი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ ოფისის დირექტორი ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ ღია სივრცეში ფოთლების წვა დაუშვებელია, რადგან მათ მიერ გამყოფილი გამონაბოლქვი სასუნთქი გზების სხვადასხვა პრობლემას იწვევს.

„მცენარე, რომელსაც ვწვავთ არის მშთანთქმელი. ის შთანთქავს, მძიმე მეტალებსაც, მისი დაწვა არ ითვლება მიზანშეწონილად. უნდა მოხდეს ცალკე შეგროვება და დაკომპოსტირება. რაც შეეხება ქუჩაში დაწვას, კატეგორიულად აკრძალულია, რადგან გამონაბოლქვი იწვევს რესპირატორული დაავადებების გაძლიერებას, მეორეს მხრივ კი, სასუნთქი სისტემების დაავადებებისა და ალერგიის გამოწვევას“,- ამბობს ნინო ჩხობაძე.

კითხვაზე, როგორ ხდება მოსახლეობის ინფორმირება სანქციებთან დაკავშირებით, ტატო ირამაძე ამბობს, რომ გარეომსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურები პერიოდულად ატარებენ სხვადასხვა სახის კამაპანიებს მოსახელობისთვის.

„რეგიონალური ოფისების თანამშრომლებს აქვთ სხვადასხვა კამპანიები. ძირითადად როცა აქტიურდება ნარჩენების დაწვის პერიოდი, მაგალითად აღდღომის წინა პერიოდში „ჭიაკოკონობის“ დროს, იწვება ძალიან ბევრი საბურავი. ჩვენი დეპარტამენტის წამომადგენლები და ასევე თვითმმართველობაც მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიებს ატარებს“.

გარემოსდაცვითი ორგანიზაციები მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის ნაჩენების ღია წესით დაწვისგან.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

"ჭიაკოკონობაზე“ მყარი ნარჩენების დაწვა ჯარიმდება
"ჭიაკოკონობაზე“ მყარი ნარჩენების დაწვა ჯარიმდება
გარემოს დაცვის სამინისტრო ‘ჭიაკოკონობას’ საბურავების დაწვას გააკონტროლებს
საბურავების წვაზე კონტროლი მკაცრდება
რამდენი ლარით დაჯარიმდებით გარემოს დანაგვიანებისთვის - ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებები შევიდა
'ჭიაკოკონაზე' ნუ დაწვავთ საბურავებს' – გარემოსდაცვითი დეპარტამენტი
გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმები იზრდება