FM97.5 / LIVE

შსს–მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 6 მილიონ ნახევრამდე ლარის ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

მთავარისიახლე, სამართალი 04.03.2020
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სისხლის სამართლის 765 საქმეზე ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე, დაახლოებით, 6 მილიონ ნახევარი ლარია.

შსს–მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 6 მილიონ ნახევრამდე ლარის ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

სამართალდამცველები ნარკოტიკებს და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაანადგურა უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 291 კილო და 340 გრამი „კანაფი“ , 18 კილო და 364 გრამი „მარიხუანა“ , 290 გრამი "ჰეროინი", 981 აბი "სუბუტექსი", 630 აბი "კოდეინი", 448 აბი და 5,46 გრამი "მდმა", 262 კაფსულა და 25 გრამი "პრეგაბალინი", 218 აბი და 16 გრამი "ტრამადოლი", 133 აბი "ამფეტამინი", 5 ამპულა "მორფინის ჰიდროქლორიდი", 53 გრამი "მეტადონი", 4,5 გრამი "მორფინი" და 36 გრამი კანაფის ფისი.

სამართალდამცველებმა უკანონო ბრუნვიდან ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს.

ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სხვადასხვა სამინისტროს და უწყების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 9 მლნ ლარის ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა
შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა
შსს: განადგურდა 55 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები
შსს-მ ხუთი მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკი გაანადგურა
სამართალდამცველებმა 1 კილო და 160 გრამი  "ბიო" ამოიღეს
ვალეში ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს
შსს–მ პირველი იანვრიდან დღემდე 116 ნარკორეალიზატორი დააკავა