FM97.5 / LIVE

თიბისიმ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები შეაჯამა ®

მთავარისიახლე, რეკლამა 24.12.2019
„თიბისიმ“ წინანდალში შეკრებილ მედიის წარმომადგენლებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში ჩააბარა.

თიბისიმ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები შეაჯამა ®

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ისეთ სფეროებზე პოზიტიური ზეგავლენის მოხდენას ითვალისწინებს, რომლებიც საზოგადოებისთვის აქტუალური და საინტერესოა. ამ მხრივ თიბისის მხარდაჭერილი პროექტები მრავალფეროვანია - ბიზნესის განვითარება და ხელშეწყობა, ნიჭიერი ახალგაზრდების განათლება და მათი ინტერესების განვითარება, კულტურა, ხელოვნება, სოციალური თემები, რაგბის პოპულარიზაცია და სხვა.

მცირე და საშუალო ბიზნესი „თიბისის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ინტერესია. ბანკმა აირჩია სტრატეგია - ბიზნესის საუკეთესო მხარდამჭერი იყოს არა მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისით, არამედ არაფინანსური პროდუქტებითაც. „თიბისი“ მუდმივად ეხმარება ბიზნესის წარმომადგენლებს საჭირო კომპეტენციების შეძენაში, პოტენციური ინვესტორებისა და პარტნიორების მოძიებაში, საკუთარი საქმიანობის განვითარებასა და ამ საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში.

„თიბისის“ ბიზნესგანათლების მხარდაჭერის პროექტები კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილიცაა და ამავდროულად კომპანიის იმიჯსა და მომხმარებლის ლოიალობაზეც აისახება. „თიბისის“ მიერ 15 სხვადასხვა მიმართულებით ორგანიზებულ ტრენინგებს 2019 წლის განმავლობაში თბილისში 4,000-მდე ადამიანი დაესწრო.

„თიბისის“ ორგანიზებით, საქართველოს რეგიონებში მასშტაბური ბიზნესფორუმების სერია გრძელდება და 2019 წელს სამ რეგიონული ბიზნესფორუმი ჩატარდა. წყალტუბოს ბიზნესფორუმს - 300-მდე ბიზნესის წარმომადგენელი, თელავისა და ზუგდიდის ფორუმებს კი 200-200 ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრო. თითოეულ ფორუმზე ადგილობრივი ბიზნესების წარმომადგენლებს 10-ზე მეტი დარგის ექსპერტი შეხვდა.

ამას გარდა, „თიბისი“ უკვე მეოთხე წელია წარმატებით ატარებს ბიზნესდაჯილდოებას, რომლის მიზანი ბიზნესის მხარდაჭერაა.

„თიბისი“ ქვეყნის მასშტაბით კულტურის ერთ-ერთი ძირითადი მხარდამჭერია. ამ პროცესში მისი მიზანია როგორც კულტურული ინსტიტუციების, ისე ცალკეული სახელოვნებო პროექტების გრძელვადიანი და თანმიმდევრული ხელშეწყობა.

დავით კაკაბაძე 130

„დავით კაკაბაძის ფონდთან“ თანამშრომლობით ქართველი შემოქმედის - მხატვრის, მეცნიერის, გამომგონებლისა და ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, დავით კაკაბაძის იუბილე ფართომასშტაბიანი და მრავალეტაპიანი პროექტით აღინიშნა.

„თიბისი გალერეაში“ გაიმართა რეტროსპექტიული გამოფენა, რომელმაც გააერთიანა როგორც სახელმწიფო სახელოვნებო ინსტიტუციებში, ისე შემოქმედის ოჯახში და პირად კოლექციებში დაცული ნახატები, ჩანაწერები, ჩანახატები და სხვა.

გამოიცა დავით კაკაბაძის საიუბილეო კატალოგი, რომელიც სრულად ასახავს მხატვრის კვლევით დიაპაზონს, მის მეთოდებს და თანამედროვე სამყაროში მათ საჭიროებას.

პროექტის ფარგლებში, „თიბისის“ მხარდაჭერით, „დავით კაკაბაძის ფონდმა“ შექმნა არქივი, რომელიც მოიცავს როგორც დავით კაკაბაძის ოჯახში არსებულ დოკუმენტაციას, ისე საიუბილეო წლის ფარგლებში შექმნილი სხვადასხვა შემოქმედებითი პროცესის ამსახველ მასალებს. ფართო საზოგადოებისთვის, მემკვიდრეობასთან ღია და თანამედროვე გზით წვდომის მიზნით, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუზეუმსა და თეატრში არსებული, დავით კაკაბაძის ნამუშევრების კოლექციები სრულად გაციფრულდა.

ყველა ზემოთაღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთ მთავარ მთავარ მიზანს დავით კაკაბაძის შემოქმედების საფუძვლიანი კვლევა წარმოადგენდა. სწორედ ამ მიდგომით შეიქმნა ახალი ინტერდისციპლინური საგანმანათლებლო პლატფორმა - BAZA, რომელიც განვითარებას 2020 წელსაც განაგრძობს. BAZA-მ მომავალში უნდა შექმნას ისეთი სივრცე, რომელიც ყველასთვის ღია იქნება: პროფესიონალი არტისტებისთვის, მკვლევარებისთვის, სტუდენტებისა თუ, უბრალოდ, ამ თემებით დაინტერესებული ადამიანებისთვის.

2019 წელს თიბისი საქართველოს ეროვნული მუზეუმის პარტნიორი გახდა და მასთან მრავალწლიანი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდა: 2020 წელს უძველეს ანტიკურ ქალაქ ვანში, თანამედროვე მუზეუმი გაიხსნება, რომელშიც ვანის არქეოლოგიურ ძეგლზე აღმოჩენილი ნივთები გამოიფინება, ისინი ოქროს საწმისის მითს უკავშირდება და იმის დასტურია, რომ ისტორიულად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა დასავლეთის ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია.

„თიბისი“ მხარში უდგას ისეთ ინსტიტუციებს, როგორიცაა საქართველოს მწერალთა სახლი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
ლიტერატურის ხელშეწყობა ძირითად პრიორიტეტად რჩება. 2019 წელს მეჩვიდმეტედ ჩატარდა პრემია „საბა“, რომელიც ამ მიმართულებით, ქვეყნის მთავარი მოვლენაა. ასევე განახლდა „საბას“ აპლიკაცია, რომელიც 6 000-მდე ელექტრონულ წიგნს აერთიანებს და მკითხველებს ახალ, უნიკალურ სამკვითხველო გამოცდილებას სთავაზობს.

„თიბისისთვის“ მემკვიდრეობის დაცვის და კულტურის ხელშეწყობის პარალელურად, უმნიშვენლოვანესია ახალი თაობა და მისი მხარდაჭერა.
2018 წლის ბოლოს დაანონსებული პროექტი „თიბისის სტიპენდიატები“ წარმატებით განხორციელდა, 200 ნიჭიერ ახალგაზრდას მთელი საქართველოდან ყოველთვიური, წამახალისებელი სტიპენდია დაენიშნა. მთელი წლის განმავლობაში სტიპენდიატებისთვის ტარდებოდა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები. პროექტი 2020 წელსაც გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტ ნიჭიერ მოზარდს აღმოაჩენს.

„თიბისი“, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი კერძო კომპანია, მწვანე ინიციატივების განხორციელებით ხელს უწყობს ჯანსაღი გარემოს შექმნას და კომპანიების ბიზნესსაქმიანობების გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების შესაბამისად წარმართვას. „თიბისიმ“ შეიმუშავა ISO 14001-ის სტანდარტის შესაბამისი გარემოსდაცვითი პოლიტიკა, რომელიც ორგანიზაციის გარემოსდაცვით სისტემას, მიზნებსა და ამოცანებს განსაზღვრავს. „თიბისი“ გარემოსა და საზოგადოებაზე თავისი საქმიანობის პირდაპირ და ირიბ გავლენას აღიარებს და ამ გავლენის შემცირების პასუხისმგებლობას გრძნობს.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თიბისის რეგიონული ბიზნესფორუმი იმერეთში ჩატარდა [R]
თიბისის ახალი პლატფორმის მხარდაჭერით, სასკოლო განათლების პირველი ფორუმი ჩატარდა ®
თიბისისა და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ®
თიბისი FTSE4Good ინდექსში გაწევრიანდა ®

თიბისი ბანკმა ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა ®
თიბისი IT აკადემიაში სტუდენტების მეორე ნაკადის მიღება დაიწყო®
თიბისის ბიზნესტრენინგებზე დასწრება უკვე ონლაინაა შესაძლებელი ®