FM97.5 / LIVE

თიბისი ბანკმა ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებისთვის EBRD-ის ჯილდო მიიღო ®

მთავარისიახლე, რეკლამა 11.12.2019
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD საუკეთესო ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებისა და საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისათვის თიბისი ბანკი დააჯილდოვა.

თიბისი ბანკმა ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებისთვის EBRD-ის ჯილდო მიიღო ®

ღონისძიებაზე საუკეთესო ენერგოეფექტური პროექტების ავტორი ექვსი კომპანია გამოვლინდა, მათ შორის შპს „ლიდერფუდი“ და „შილდა ჰიდროელექტროსადგური“, რომლებსაც თიბისი ბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ.

კავკასიის ენერგოეფექტურობის პროგრამა - CEEP, EBRD-ის, ევროკავშირისა და ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში, 2012 წლიდან 31-მა კომპანიამ და 29 000-ზე მეტმა ოჯახმა 42 მილიონ ევროზე მეტი ენერგოკრედიტი მიიღო ექვსი ადგილობრივი ბანკისგან.

ღონისძიებაზე EBRD-ის მწვანე ეკონომიკის დაფინანსების ახალი პროგრამის - GEFF-ის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც კავკასიის ენერგოეფექტურობის პროგრამის - CEEP-ის გაგრძელებაა. პროექტის ფარგლებში EBRD ენერგოეფექტურ პროექტებს დააფინანსებს.

GEFF-ის ფარგელბში საქართველოსთვის გამოყოფილი იქნება 54 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი. EBRD-თან ერთად პროგრამის თანადამფინანსებლები არიან: მწვანე კლიმატის ფონდი - GCF და ავსტრიის ფინანსთა სამინისტრო. მწვანე კლიმატის ფონდი მსოფლიოს უმსხვილესი ფონდია, რომელიც ხელს უწყობს განვითარებადი ქვეყნების მიერ კლიმატის ცვლილებებზე რეაგირებას.

ახალი პროექტი კორპორატიულ, მცირე და საშუალო ბიზნესებს შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივი ბანკებისგან მიიღონ სესხი მწვანე ეკონიმიკის განვითარებაში საკუთარი წვლილის შესატანად.

სესხის მიღება შესაძლებელია ენერგოეფექტური სამშენებლო მასალებისთვის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისთვის და აღჭურვილობისათვის. მწვანე ტექნოლოგიების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე - https://ts.ebrdgeff.com/georgia-ge/

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი - EBRD საქართველოში ინვესტირების წამყვანი ინსტიტუტია. საქართველოში ოპერირების დაწყებიდან, ბანკმა მოახდინა 3.5 მილიარდ ევროზე მეტი თანხის ინვესტირება 237 ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგოსექტორში. ბანკის ინვესტიციების 89% კერძო სექტორზე მოდის.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თიბისი ბანკმა EBRD-ისგან 65 მლნ ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა ®

EBRD-მა თიბისი ბანკი საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა [R]
თიბისი ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 90 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა ®
თიბისი ბანკმა 10 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა ®
GGF და თიბისი ლიზინგი, საქართველოში, ენერგოეფექტური პროექტების ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების ხელმისაწვდომობას აფართოებენ ®
თიბისი GCPF–თან ერთად ჰიდრო პროექტების თანადაფინანსებას იწყებს ®

თიბისი ბანკმა ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდისგან 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა ®