FM97.5 / LIVE

ბორჯომის მერიაში ექვსი პოზიციიდან ორი კვლავ ვაკანტური რჩება

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.11.2019
ბორჯომის მერიაში, საჯარო მოხელეთა შესარჩევად, ექვს ვაკანტურ პოზიციაზე შესული განცხადებები გადაირჩა. შედეგების მიხედვით, ორი პოზიცია - არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელების პოსტები კვლავ ვაკანტურია.

ბორჯომის მერიაში ექვსი პოზიციიდან ორი კვლავ ვაკანტური რჩება

საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსისთვის, პირველ ეტაპზე, ბორჯომის მერიაში 73 განაცხადი შევიდა.

საბუთების გადარჩევის შემდეგ, ორ პოზიციაზე შესულმა განცხადებებმა კონკურსის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. ესენია:

- მეორადი სტრუქტურული ერთეულის - არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების ხელმძღვანელი - (სარგო 1 600 ლარი) - შევიდა ორი განაცხადი.

- მეორადი სტრუქტურული ერთეულის - ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი - (სარგო 1 600 ლარი) - სულ შევიდა სამი განაცხადი.

რაც შეეხება დანარჩენ ოთხ ვაკანსიას:

- მონიტორინგისა და სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის განყოფილების - პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი - (სარგო 900 ლარი) - შემოსული 12 განაცხადიდან გადარჩევის შედეგად დარჩა - ცხრა;

- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების - პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი - (სარგო 900 ლარი) - შესული 19 განცხადებიდან დარჩა - 17;

- სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი - (სარგო 900 ლარი) - სულ შესულია 21 განაცხადი, დარჩა - 20;

- შიდა აუდიტის სამსახურის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი - (სარგო 900 ლარი) - სულ შესულია 16 განაცხადი, დარჩენილია - 15.

„ამ ეტაპზე, მიმდინარეობს შეტყობინების დაგზავნა, რომ მოვიდნენ გასაუბრებაზე“, - განმარტავენ ბორჯომის მერიაში. მათივე ინფორმაციით, გსაუბრება 26-27 ნოემბერს გაიმართება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის მერია ექვს პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს
ბორჯომის მერიაში კონკურსანტებთან გასაუბრება დასრულდა
ბორჯომის მერიამ 11 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა
ახალციხის მერიაში 10 პოზიციაზე 199 განცხადება შევიდა
ახალციხის მერია 13 პოზიციაზე კონკურსს აცხადებს
ახალქალაქის მერია თანამშრომლებს 18 პოზიციაზე შეარჩევს
ახალციხის მერიაში 17 პოზიციის დაკავება 80 კონკურსანტს სურს