FM97.5 / LIVE

ვანო მერაბიშვილი: რუსეთს განზრახული აქვს თბილისში არეულობის მოწყობა

მთავარიპოლიტიკა 11.10.2013
"ნინო ბურჯანაძის ხელით რუსეთს განზრახული აქვს თბილისში არეულობის მოწყობა, რაც დაახლოებით იქნება 26 მაისის სცენარის განმეორება" - საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს მოსალოდელ არეულობაზე საუბრობს.

ვანო მერაბიშვილი: რუსეთს განზრახული აქვს თბილისში არეულობის მოწყობა
"ვილნიუსის სამიტის წინ, რუსეთმა უკვე გამოუცხადა სავაჭრო ომი უკრაინას და მოლდოვას და დაიყოლია სომხეთი საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე. საქართველოს ჯერი როგორც ჩანს 28 ოქტომბერს დადგება, როდესაც არჩევნების მეორე დღეს, გაყალბების საბაბით, ნინო ბურჯანაძის ხელით რუსეთს განზრახული აქვს თბილისში არეულობის მოწყობა, რაც დაახლოებით იქნება 26 მაისის სცენარის განმეორება. ამ მოვლენების გენერალური რეპეტიცია ნინო ბურჯანაძეს დაგეგმილი აქვს 24 ოქტომბერს.

კრემლი არ კმაყოფილდება დიცსა და დვანში მავთულხლართების გავლებით და სურს ბარიკადები ამჯერად უკვე რუსთაველის გამზირზე აღმართოს. რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკა საქართველოს მიმართ არ იცვლება - მას დაგეგმილი აქვს შიდა არეულობის მოწყობის გზით შეაფერხოს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი.

მინდა მოვუწოდო ყველას, პირველ რიგში პოლიციელებს, არავის მისცენ ქვეყანაში არეულობის მოწყობის საშუალება", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ვანო მერაბიშვილის ფეისბუქის გვერდი ავრცელებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნინო ბურჯანაძე ვანო მერაბიშვილს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა
შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლიციელებს მიმართავს
ვანო მერაბიშვილი: 'უპირობოდ ვუჭერ მხარს ევროკავშირი-საქართველოს შეთანხმების ინიცირებას'
საგამოძიებო სამსახურმა ვანო მერაბიშვილის ბიძა დააკავა
ტარიელ ლონდარიძე: „ვერ ვხედავთ საჭიროებას ვანო მერაბიშვილი წინასწარ დაკავებაში იმყოფებოდეს“
პენიტენციურმა სამსახურმა ვანო მერაბიშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა [Video]