FM97.5 / LIVE

ნინოწმინდაში ძალადობისთვის დაკავებულ მამა-შვილს პატიმრობა შეეფარდათ

მთავარისიახლე, სამართალი 16.10.2019
ნინოწმინდაში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამა-შვილს, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები ოჯახის წევრზე ფიზიკურად ძალადობდნენ და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

ნინოწმინდაში ძალადობისთვის დაკავებულ მამა-შვილს პატიმრობა შეეფარდათ

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, იმსჯელა.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, მამა-შვილი - 1977 წელს დაბადებული რ.ვ. და 1953 წელს დაბადებული დ.ვ. რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ვ., მამასთან - დ.ვ.- სთან ერთად, საკუთარ მეუღლეს - 1982 წელს დაბადებულ ფ.ს-ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ოჯახში ძალადობის და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, 11 პრიმა-126 მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა-151 მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე ჩანიშნულია წინასასამართლო სხდომაც, ძალადობაში ბრალდებული მამა-შვილის საქმეს ახალქალაქის რაიონული სასამართლო განიხილავს.

[ლუბა გიორგაძე, ნინოწმინდა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდაში ოჯახში ძალადობისთვის ორი პირი დააკავეს
ახალციხეში 44 წლის კაცი შვილსა და მეუღლეზე ძალადობისთვის დააკავეს
ნინოწმინდაში დააკავეს კაცი რომელიც მეუღლესა და მშობლებზე ძალადობდა [ვიდეო]
ბორჯომში 31 წლის კაცმა ყოფილი ცოლი მოიტაცა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
ადიგენში 43 წლის კაცი  შვილსა და მამაზე ძალადობისთვის დააკავეს [ვიდეო]
სამცხე–ჯავახეთში ოჯახში ძალადობისთვის ერთი პირი დააკავეს
შსს–მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით  ბორჯომში ერთი პირი დააკავა