FM97.5 / LIVE

UNFPA: სამცხე-ჯავახეთში მომავალი შვილის სქესის შერჩევა საზიანო პრაქტიკად არ მიაჩნიათ

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.09.2019
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კვლევის მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა საზიანო პრაქტიკად არ მიაჩნიათ და გვარის გაგრძელებისათვის ვაჟის გაჩენის მნიშვნელობას ხაზს უსვამენ.

UNFPA: სამცხე-ჯავახეთში მომავალი შვილის სქესის შერჩევა საზიანო პრაქტიკად არ მიაჩნიათ

კვლევა საქართველოს ოთხ რეგიონში – სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ჩატარდა.

კვლევის ზოგადი შედეგების მიხედვით, ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭების პრაქტიკა კვლავ არსებობს საქართველოში. ამ ნიშნით სქესის შერჩევა კი, წინა წლებში უფრო ფართოდ იყო გავრცელებული.

კვლევაში ნათქვამია, რომ ოთხივე რეგიონში სქესის შერჩევის შესახებ ინფორმირებულობის დონე მაღალია, მის მიმართ დამოკიდებულება კი, რეგიონების მიხედვით, განსხვავებულია.

„ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში რესპონდენტები გენდერული ნიშნით სქესის შერჩევას საზიანო პრაქტიკად არ აღიქვამენ და ხაზს უსვამენ გვარის გაგრძელებისათვის ვაჟის გაჩენის მნიშვნელობას. მათგან განსხვავებით, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა უარყოფითი დამოკიდებულება გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრაქტიკის მიმართ“, - ნათქვამია კვლევაში.

კვლევის რეკომენდაციების ნაწილში აღნიშნულია, რომ ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭების არსებული პრაქტიკის აღმოსაფხვრელად, ძირითადი მიმართულება უნდა ეფუძნებოდეს სიღარიბის შემცირებას, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას და ქალების გაძლიერებას: „სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ჩატარებულმა ფოკუს ჯგუფებმა აჩვენა სახელმწიფო სოციალური პროგრამების შესახებ ცნობიერების დაბალი დონე, რაც მიუთითებს ეთნიკურ უმცირესობებში ინფორმაციის გავრცელების ბარიერების არსებობაზე“.

გაერო–ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისში განმარტავენ, რომ ვაჟებისადმი უპირატესობის მინიჭების კლების ტენდენცია 2005 წლიდან შეინიშნება.

„საქართველოში 90-იანი წლების დასაწყისიდან დაირღვა დაბადებისას სქესთაშორისი ბალანსი – გაცილებით უფრო მეტი ვაჟი იბადებოდა, ვიდრე ბუნებრივად უნდა დაბადებულიყო და, შესაბამისად – ნაკლები გოგონა, რაც გარკვეულწილად იწვევს მოსახლეობის დემოგრაფიულ-სტრუქტურულ ცვლილებებს. ამ კვლევის მიზანი იყო, გამოერკვია, რამ გამოიწვია, რა არის ის შესაძლო ფაქტორები, რაც გავლენას ახდენს დადებით ტენდენციაზე საქართველოში, ვინაიდან საქართველოს მაგალითი იყოს სანიმუშო იმ ქვეყნებისათვის, სადაც ეს პრაქტიკა გავრცელებულია და ეს ფენომენი არსებობს“, - აცხადებს გაეროს მოსახლეობის ფონდის ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე.

UNFPA: სამცხე-ჯავახეთში მომავალი შვილის სქესის შერჩევა საზიანო პრაქტიკად არ მიაჩნიათ

[თაკო ფექირიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გოგონა დაიბადა – გამოფენა გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის წინააღმდეგ
მოსახლეობის 65% გენდერული კვოტის შემოღებას ემხრობა – NDI
სამცხე-ჯავახეთში COVID-19 კიდევ 30 პირს დაუდასტურდა
კითხვა – პასუხი 'გენდერული თანასწორობის შესახებ' [R]
კოვიდინფიცირებულები სქესის მიხედვით
კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა სამცხე–ჯავახეთში
გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია და სექსიზმი - კითხვა–პასუხი [R]