FM97.5 / LIVE

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 30.08.2019
საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო ძალების მიერ სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის მობილიზების გამო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს
ფოტო: რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება დღეს, 30 აგვისტოს გაავრცელა.

„მსგავსი დესტრუქციული ქმედება, ისევე როგორც საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელობის ყოვლად მიუღებელი განცხადებები, წარმოადგენს მორიგ პროვოკაციას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს უსაფრთხოების გარემოს და მიზნად ისახავს ვითარების დესტაბილიზაციას. საქართველო პირნათლად ასრულებს აღებულ ვალდებულებებს, მტკიცედ ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას და იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტს ვითარების დეესკალაციისა და უკანონო პროცესების შეწყვეტისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, „შეწყვიტოს მსგავსი უკანონო ქმედებები, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს საოკუპაციო ხაზზე განვითარებულ უკანონო მოვლენებზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მათ შესაჩერებლად.

ინფორმაცია ჩორჩანას სიახლოვეს საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ 28 აგვისტოს საღამოს გავრცელდა.

„რეგინფომ“ ცხინვალის მედიაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბიოლოვის დავალებით ზნაურის რაიონის სოფელ წნელისსა და გვირგვინასთან ჯავშანტექნიკით შემოვლა განახორციელეს. სოფელი წნელისი და სოფელი ჩორჩანა ერთმანეთის მიმდებარე სოფლებია.

წნელისში იყო ჩასული თავად ბიბილოვიც. დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ქართველი სამართალდამცველები სოფელთან ახლოს ბლოკ-პოსტის მოსაწყობად სამუშაოებს აწარმოებენ და ქართულ მხარეს პროვოკაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გუშინ, 29 აგვისტოს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა რგნეთში მიმდინარე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაშალეს.

ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით უკიდურესად დესტრუქციული პოზიცია დაიჭირეს, რამდენჯერმე გააჟღერეს ულტიმატუმი იმის შესახებ, რომ ქართულ პოლიციას დაეტოვებინა ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანას ტერიტორია და დაემუქრნენ ფორმატის ფუნქციონირებას.

„ამ ფორმატში ულტიმატუმების ენით საუბარი მიუღებელია. ნებისმიერი ულტიმატუმი იმის შესახებ, თუ სად განალაგოს ქართულმა სახელმწიფომ საკუთარი პოლიციური ძალები, შეიცავს ცინიზმით გაჯერებულ აბსურდს და ნებისმიერი გართულების შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

სოფელ ჩორჩანასთან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე იმყოფება. მისი განცხადებით, მთელი ღამის განმავლობაში შსს–ს თანამშრომლები ადგილზე იმყოფებოდნენ. სიტუაცია სტაბილურია და ექვემდებარება კონტროლს.

„ასევე, ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, ამოქმედებულია ყველა შესაბამისი მექანიზმი, რათა კონსტრუქციული თანამშრომლობით დარეგულირდეს ყველა სადაო საკითხი, ყოველგვარი ექსცესებისა და გამწვავების გარეშე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სიტუაცია არის სტაბილური და ექვემდებარება კონტროლს“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ოკუპირებულ წნელისში ტექნიკური შეხვედრა დასრულდა
რუსეთ–საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა
მოვუწოდებთ მხარეებს, თავიდან აირიდონ ესკალაცია - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩორჩანასთან არსებულ ვითარებაზე
ცხინვალმა ქართულ მხარეს საგუშაგოს ტერიტორიაზე შეხვედრა შესთავაზა
ოკუპანტებმა ქარელში საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს - სუსი
სუს-ი არ ადასტურებს რუსი სამხედროების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლას
ხურვალეთში რუსი ოკუპანტები საოკუპაციო ხაზის მიღმა იდგნენ - ციხელაშვილი