FM97.5 / LIVE

'ბავშვები ეხვეოდნენ გარშემო' - ახალციხეში ქვეწარმავლები ნახეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.08.2019
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ფარდულებსა და ავტოფარეხებში ქვეწარმავლები რამდენჯერმე შენიშნეს. ადგილობრივები მერიისგან პრევენციული ღონისძიებების გატარებას ითხოვენ.

'ბავშვები ეხვეოდნენ გარშემო' - ახალციხეში ქვეწარმავლები ნახეს

ირმა გვირჯიშვილი, ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, რვასართულიან კორპუსში ცხოვრობს. მან გველი საკუთარ ავტოფარეხთან ახლოს ნახა: „ჩემი ავტოფარეხიდან სამ მეტრში იყო, დავრეკე მერიაში, რომ შეწამლონ ეს ადგილები. ამ ქუჩაზე, კორპუსთანაც იყო გველი. გარშემო ბავშვები ეხვეოდნენ, აინტერესებდათ, როგორი იყო და რას გააკეთებდა“, – ამბობს ირმა გვირჯიშვილი.

თამარშვილზე მცხოვრებლებმა გველი ერთ-ერთი ადგილობრივის ფარდულთანაც ნახეს: „სარაიაში“ უნდა შევსულიყავი და ბიჭებმა მითხრეს არ შეხვიდე გველიაო, თვითონ დაუნახავთ, ჩემი ფარდულის გვერდით მიცოცავდა. მერე მერიაში დაურეკავთ და შეუწამლიათ იქაურობა“, – ამბობს ემზარ მესხი.

რვასართულიან კორპუსში მცხოვრებლები ამბობენ, რომ გასულ წელს გველები სადარბაზოებშიც შენიშნეს.“ შარშან 4–5 ჯერ ვნახეთ სადარბაზოში გველები“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ქვეწარმავლების შესახებ ინფორმაცია აქვთ: „წინა კვირაში ადგილობრივების მიმართვის საფუძველზე, თამარაშვილზე რამდენიმე კორპუსი შევწამლეთ. მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ადგილები (სკვერები, პარკები, ახალციხის ტბა, საბავშვო ბაღები და ა.შ.) პერიოდულად მუშავდება შესაბამისი საშუალებებით. გარდა ამისა, მოსახლეობის მომართვის შემთხვევაში ხდება რეაგირება, აღნიშნული ტერიტორიის შეწამვლა-დამუშავება“, - აცხადებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ამავე თემაზე ნახეთ:

თუ გველს გადაეყარეთ - სპეციალისტის რჩევები

ექიმი გვირჩევს: გველის ნაკბენი

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ავტომანქანაში გველი შეძვრა [ვიდეო]
ახალციხის ერთ–ერთ მაღაზიაში გველი იპოვეს
ახალციხეში, რვასართულიან კორპუსში ლიფტების მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა
30 წლის შემდეგ, ახალციხეში, რვასართულიან კორპუსში ლიფტები დამონტაჟდება
ახალციხეში ავტომანქანაში გველი შეძვრა და ვეღარ გამოჰყავთ
ახალციხეში რვასართულიან კორპუსში ბუნკერების დეზინფექციას ითხოვენ
თუ გველს გადაეყარეთ - სპეციალისტის რჩევები