FM97.5 / LIVE

ნიკა გვარამია ‘რუსთავი 2’–ის გენერალური დირექტორი აღარ არის

მთავარისიახლე, სამართალი 18.07.2019
‘რუსთავი 2’-ის მესაკუთრის, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნით, ნიკა გვარამია ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის პოსტიდან გათავისუფლდა.

ნიკა გვარამია ‘რუსთავი 2’–ის გენერალური დირექტორი აღარ არის

შესაბამისი გადაწყვეტილება პარტნიორთა კრების ოქმით დასტურდება.

კრების ოქმი საჯარო რეესტრის სააგენტოს ვებ-გვერდზეა ატვირთული.

დოკუმენტით ირკვევა, რომ კრება ხალვაშმა წილების გადაფორმებიდან დაახლოებით ერთ საათში მოიწვია.

ამავე დოკუმენტის თანახმად, ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებით, არხის გენერალური დირექტორის პოსტზე პაატა სალია დაინიშნა. კრების ოქმს ქიბარ ხალვაში ხელს ორჯერ აწერს, როგორც 60 %–ის წილის მფლობელი და როგორც შპს „პანორამას“ დირექტორი, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 40 %–ს ფლობს.

ჯამში, ხალვაში „რუსთავი 2“-ის 100 %-იანი წილის მფლობელია. ხალვაში ტელეკომპანიის მესაკუთრედ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა რამდენიმე საათის წინ დაარეგისტრირა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე დღეს, 18 ივლისს გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამ გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის.

ნიკა გვარამია ‘რუსთავი 2’–ის გენერალური დირექტორი აღარ არის

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘რუსთავი 2’ საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და გამოხმაურებები ‘რუსთავი 2’-ის საქმეზე
'რუსთავი 2-ის' ჟურნალისტების შეთავაზებაზე საბჭო შექმნილიყო, ხალვაშმა უარი თქვა
გამოკითხვა: რას ფიქრობთ ‘რუსთავი 2’ – ში მეპატრონისა და მენეჯმენტის ცვლილებაზე? [ვიდეო]
სტრასბურგის სასამართლომ “რუსთავი 2”-ის  საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულება უვადოდ შეაჩერა
უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა
ნიკა გვარამია: ხელისუფლებამ "რუსთავი 2" დახურა