FM97.5 / LIVE

ახალციხის საბავშვო ბაღებსა და სკოლაში ენერგოეფექტურობის პროექტი დაიწყება

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.07.2019
ახალციხის N1, N3, N5, N6 საბავშვო ბაგა-ბაღებისა და N7 საჯარო სკოლის შენობებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისა და განახლებადი, ალტერნატიული ენერგიის გამოყენებისათვის პროექტი განხორციელდება. ტენდერს მუნიციპალური განვითარების ფონდი 1 321 300 ლარზე აცხადებს.

ახალციხის საბავშვო ბაღებსა და სკოლაში ენერგოეფექტურობის პროექტი დაიწყება

პროექტირება და სამშენებლო სამუშაოები, ჩრდილოატლანტიკური ქვეყნების გარემოსდაცვითი ფინანსური კორპორაციისგან (NEFCO) დაფინანსდება. ეს არის გრანტი, რომელიც საქართველომ საჯარო შენობების ენერგო-ეფექტურობის გაუმჯობესებისა და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენების პროექტისთვის მიიღო.

ტენდერი ცხრა ივლისს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი ცხრა აგვისტოს დასრულდება. სატენდერო დოკუმენტაცია, ძირითადად, ინგლისურ ენაზეა. „დოკუმენტის ქართული ვერსია მხოლოდ ტენდერის მონაწილეთათვის საქმის გასამარტივებლად არის შექმნილი. შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ვერსიას“, - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.

აქვე განმარტებულია, რომ სამუშაოების მიზანი, ენერგეტიკული რესურსების მოხმარების შემცირება და პერსონალის და მოსწავლეთა პირობების გაუმჯობესებაა, რასაც ენერგოდამზოგავი ღონისძიებების დანერგვით მიაღწევენ.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ ენერგოეფექტურობის შენობებში დანერგვა, ბიუჯეტის სახსრების დაზოგვასა და ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების ემისიის შემცირებას შეუწყობს ხელს.

შენობებში შესასრულებელი სამუშაოები, ძირითადად, კედლების, სხვენის, ჭერისა და იატაკის თბოიზოლაციას ეხება.

ახალციხის საბავშვო ბაღებსა და სკოლაში ენერგოეფექტურობის პროექტი დაიწყება

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჯავახეთის ორი სკოლა ენერგოეფექტური გახდება
ახალციხეში ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია იწყება
ახალციხეში ენერგომენეჯმენტის შესახებ სემინარი გაიმართა
ახალციხეში ენერგოეფექტურობის შესახებ იმსჯელეს
ახალციხის ოთხ სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება
ვარძიასა და ოთის ამბულატორიების მშენებლობისთვის ტენდერი მესამედ გამოცხადდა
ზარზმელის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება