FM97.5 / LIVE

ქუჩაში გაყრილი ძაღლები - ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.06.2019
ახალციხის ქუჩებში ბევრი უპატრონო ძაღლია. ადგილობრივების თქმით, ქალაქში ცხოველები ხშირად სოფლებიდან ჩამოყავთ და ტოვებენ. მერიაში ამბობენ, რომ მსგავს ქმედებაზე სანქციები არ არსებობს.

ქუჩაში გაყრილი ძაღლები - ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?

ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ქალაქში ახალი ძაღლები პერიოდულად ჩნდებიან. მათი თქმით, სოფლებიდან ძაღლები ჩამოყავთ, ხშირად კი ახალდაბადებულ ლეკვებს ტყეში, ან მდინარეებში ყრიან.

„ჩემს სახლთან იყო ლეკვები. მთელი სამეზობლო წუხდა ამათი წკმუტუნით. მერე ბავშვებიც აწვალებდნენ. ვიკითხე, სადმე თუ იყო ადგილი, სადაც ჩაიბარებდნენ, მაგრამ ასეთი ადგილი ქალაქში არ აღმოჩნდა. ამიტომ სხვა ადგილას წავიყვანე“. - გვიყვება დიდიმამიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ვალოდი ყულიჯანიშვილი.

„სოფლებიდან ჩამოყავთ და ქალაქში უშვებენ. ქალაქშიც ჰყავთ და რომ ბეზრდებათ, ან ვეღარ უვლიან, მერე ქუჩაში უშვებენ. ასეთ ფაქტებს მე თვითონაც შევსწრებივარ.“ - გვიყვება ახალციხელი მარიამ ბალახაძე.

ახალციხის მერიაში ვკითხეთ, თუ რა ზომებს მიმართავენ, როდესაც ადამიანები შინაურ ცხოველს ქუჩაში უშვებენ. აღმოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტის მერიას მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის არაფრის გაკეთება არ შეუძლია: „მსგავსი შემთხვევაში ჯარიმის, ან რაიმე სანქციის გატარება არ შეგვიძლია,“ - განმარტეს ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ცხოველთა უფლებადამცველი თეიმურაზ ჭიქორიძე ამბობს, რომ ცხოველთა მიტოვებაზე, ან გადაყრაზე, კანონით, არანაირი სანქცია არ არსებობს: „ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში მსგავს საქციელზე არის დიდი ოდენობით ფულადი ჯარიმა ან პატიმრობა. ჩვენთან არცერთი კანონი ამას არ არეგულირებს. სადღაც წერია, რომ ცხოველის მიტოვება არის დასჯადი, თუმცა კონკრეტული სანქციები არ არსებობს, არც პრაქტიკაში დაფიქსირებულა მსგავსი რამ. არაერთხელ პატრული გამოგვიძახებია წამებაზე ან თოფით მოკვლაზე, თუმცა არასდროს არ გამოუძიებიათ,“ - გვიყვება საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოების თავმჯდომარე თეიმურაზ ჭიქორიძე.

სამცხე-ჯავახეთში წელს რეგიონული თავშესაფრის აშენება იგეგმება, თუმცა თავშესაფრის სამუშაო პრინციპის მიხედვით, მასში ცხოველს მხოლოდ სტერილიზაცია-კასტრაციას და აცრა-ვაქცინაციას ჩაუტარებენ, რის შემდეგაც ისევ ქუჩაში გამოუშვებენ.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ძაღლები ახალციხის მეხუთე სკოლასთან [ფოტო]
ქუჩის და სახლის – ჩვენი ქალაქის ძაღლები [ფოტო]
მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი ახალციხეში, ფარეხაში აშენდება
სამცხე–ჯავახეთს ცხოველთა თავშესაფრის პროექტი საჩუქრად გადასცეს
'ძაღლებს სცემენ და მეც მომიძულეს' - ქუჩის ძაღლების გულშემატკივარი
თავშესაფრის აშენებამდე მიუსაფარ ძაღლებს სტერილიზაცია–კასტრაციას უტარებენ
სამცხე-ჯავახეთში  მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარის აშენება იგეგმება