FM97.5 / LIVE

ძოწენიძის საქმე

მთავარისამართალი 07.09.2013
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ახალციხის სექტორის უფროსი ოლეგ ძოწენიძე 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. რას ედავება ბრალდების მხარე ძოწენიძეს, რატომ დატოვა თუ დაატოვებინეს მას სამსახური ახალციხის სექტორის უფროსად დანიშვნამდე და იყო თუ არა ის შემჩნეული გასულ წლებშიც გარკვეულ გადაცდომებში.

ძოწენიძის საქმე
„ნაციონალების“ დროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ახალციხის სექტორიდან წასული ოლეგ ძოწენიძე, ამავე სამსახურში უფროსად „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაინიშნა. თუმცა, დანიშვნიდან 10 თვეში დააკავეს.

ძოწენიძე 20 აგვისტოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე აიყვანეს. მას ბრალი 22 აგვისტოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 210-ე მუხლებით წაუყენეს, რაც თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

„ნათესავის დაბადების დღეზე იყო ახალციხეში, ბარ-რესტორან „დუბლში“, ოფიციანტის მეშვეობით გამოიყვანეს გარეთ, რომ რაღაც კითხვები ჰქონდათ, შემდეგ გადასვეს მანქანაში, წაიყვანეს თბილისში და დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსეს“, - გვიყვება ძოწენიძის ადვოკატი კარაპეტ კირაკოსიანი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ძოწენიძემ არ აღკვეთა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევა - არაიოდიზირებული მარილის რეალიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება მას სამსახურებრივად ევალებოდა.

დაკავებულმა, პირადი გამორჩენის მიღების მიზნით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დიდი ოდენობით არაიოდიზირებული მარილი შეიძინა და კანონით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, პროდუქციის ნაწილის რეალიზება განახორციელა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ძოწენიძემ ერთ-ერთი მოქალაქისთვის 5 ტონა არაიოდიზირებული მარილის მიყიდვისას, სასაქონლო ზედნადებში ყალბი მონაცემები შეიტანა და დოკუმენტებში საქონლის რეალურ ღირებულებაზე ნაკლები ოდენობის თანხა დააფიქსირა, რითაც ხელი შეუწყო სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადების შემცირებას.

როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ მთავარი პროკურატურის პროკურორმა გიგა ძნელაძემ განცხადა, მარილის ძირითადი ნაწილი გასაღებული არ არის: „დაკავებისას ძოწენიძის ბინის ჩხრეკა არ ჩატარებულა. პირადი ჩხრეკისას სხვა ნივთებთან ერთად ამოღებულ იქნა თანხაც“.

ძოწენიძის აღკვეთის ღონისძიება 23 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართომ განიხილა. პროკურატურა ბრალდებულის პატიმრობას ითხოვდა.

„პროკურატურამ ვერ დაასაბუთა თუ რატომ იყო აუცილებელი მისი პატიმრობაში ყოფნა. ამიტომ სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა, ძოწენიძეს 10 ათასი ლარის გირაო დააკისრა. ძოწენიძემ გირაო უკვე დაფარა და თავისუფალია“, - ამბობს ადვოკატი კარაპეტ კირაკოსიანი და ამატებს, რომ წინა სასამართლო პროცესი 9 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა.

ძოწენიძეს შემოსავლების სამსახურში მუშაობის 18 წლის სტაჟი აქვს. თუმცა, მან აღნიშნული სტრუქტურა 2009 წელს, მას შემდგომ დატოვა, რაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ქრთამის აღების ფაქტზე, შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონული ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს მიმდინარე კონტროლის განყოფილების უფროსი ჯონი მურმანიშვილი დააკავა. გამოძიება მურმანიშვილს ედავებოდა, რომ მან ერთ-ერთი მეწარმისგან ქრთამის სახით 1 000 ლარი აიღო და დაჰპირდა, რომ არ დააჯარიმებდა.

როგორც ძოწენიძის ყოფილი თანამშრომლები პირად საუბრებში აცხადებენ, მისი სამსახურიდან წასვლა სწორედ მურმანიშვილის დაკავებას უკავშირდებოდა: „ან სამსახურიდან უნდა წასულიყო და ან დააკავებდნენ“.

ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი „ნაციოანლებიდან“ ზურაბ ჩილინგარაშვილი, რომელიც მაშინ აღნიშნული სამსახურის უფროსი გალხდათ, ამბობს რომ ძოწენიძე სამსახურიდან ნამდვილად გაათავისუფლა. მიზეზი შემდეგი გახლდათ: „მასზე დაკისრებულ სამსახურეობრივ უფლება-მოვალეობას თავს ვერ ართმევდა. თუმცა, მან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაწერა“.

სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რომ განცხადება თავად დაწერა, ამას ძოწენიძეც გვიდასტურებს, თუმცა იმას, რომ მაშინ მას მურმანიშვილის საქმესთან რაიმე კავშირი ჰქონდა, კატეგორიულად უარყოფს: „აბსოლუტურად ტყუილია! ვინ გაგიშვებდა მაშინ დასაჭერი კაცი რომ ყოფილიყავი?!“

ძოწენიძე აცხადებს, რომ ის „ნაციონალებმა“ აიძულეს სამსახური დაეტოვებინა: „ისეთ ზეწოლები იყო... ხომ იცით „ნაციონალების“ დროს როგორ ხდებოდა. სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს, ამიტომ დავწერე განცხადება და წამოვედი, თან მაშინ აუდიტის სარევიზიო განყოფილებაში ვიყავი, ეგ სამსახური თბილისში გადადიოდა, დედაქალაქში გადასვლას კი არ ვაპირებდი“.

პროკურორი გიგა ძნელაძე აცხადებს, რომ ძიებას 2009 წლის მოვლენებთან შეხება არ აქვს: „ჩვენ მხოლოდ 2013 წლის აგვისტოში მომხდარს ვიძიებთ“.

წინა სასამართლო სხდომის გამართვამდე 5 დღით ადრე დაცვისა და ბრალდების მხარე მტკიცებულებებს გაცვლის.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ძოწენიძეზე გამამართლებელი განაჩენი დადგეს“, - აცხადებს ადვოკატი.

თავად ძოწენიძე კი გამოძიების დასრულებამდე მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებს: „ამაზე ვრცლად, იმის მერე ვისაუბროთ, როცა ყველაფერი დასრულდება“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქრთამის აღების ბრალდებით სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომელი დააკავეს
„ყაზბეგის“ საბაჟოზე ქრთამის აღების ფაქტზე მებაჟე დააკავეს
[sknews.ge]შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საგადასახადო სამართალდარღვევის 399 ფაქტი გამოავლინეს
ადიგენში ერთი პირი ხე–ტყის ყალბი ზედნადების გამო დააკავეს
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საგადასახადო სამართალდარღვევის 330 ფაქტი გამოავლინეს
საგამოძიებო სამსახურმა ვანო მერაბიშვილის ბიძა დააკავა
დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტი გამოვლინდა