FM97.5 / LIVE

12 მაისს ანდრია მოციქულის ხსენებისა და საქართველოს წილხვდომლობის დღე აღინიშნება

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.05.2019
დღეს, 12 მაისს საქართველოში ორ რელიგიურ დღესასწაულს აღნიშნავენ. წმინდა ანდრია მოციქულის შემოსვლის დღესა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს.

12 მაისს ანდრია მოციქულის ხსენებისა და საქართველოს წილხვდომლობის დღე აღინიშნება

სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა.

მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით, საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ღვთისმშობელ მარიამის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა. წმინდანის საქართელოში შემოსვლის დღედ, 12 მაისს მიიჩნევენ.

საქართველოს პარლამებტის გადაწყვეტლებით კი, 12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომლობის დღედ გამოცხადდა. პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ ცვლილებები დაამტკიცა, რომლითაც უქმე დღის - 12 მაისის სტატუსი ახლებურად განისაზღვრა.

რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით მიიღეს პროექტი, რომლის თანახმად, 12 მაისი წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღის გარდა, ასევე იქნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე - იმედის დღე.

აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება საპატრიარქოს ეკუთვნის და ის პარლამენტს კანონპროექტის სახით მთავრობამ წარუდგინა.
კანონპროექტი მესამე მოსმენით - 96 ხმით მიიღეს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

12 მაისს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება
საქართველოში ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება
13 დეკემბერი ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა
მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს
12 მაისი ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა
მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს