FM97.5 / LIVE

შემოსავლების სამსახურმა ახალი განცხადება გაავრცელა

მთავარისაზოგადოება 29.08.2013
სოფელ ჭელაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მორიგი განცხადება გაავრცელა, რომელშიც საუბარია დაშვებულ შეცდომაზე და ნათქვამია, რომ მინარეთის სასაქონლო ექსპერტიზა დასრულებულია და უბრუნდება მესაკუთრეს.

შემოსავლების სამსახურმა ახალი განცხადება გაავრცელა

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
"შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, საქონლის იმპორტის გადასახადით დაბეგვრა დამოკიდებულია მის სასაქონლო კოდზე. ვინაიდან გაჩნდა ეჭვი, რომ ინდ. მეწარმე ჯამბულ აბილაძის მიერ შემოტანილ საქონელზე წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში სასაქონლო კოდი და წონა არასწორად იყო მითითებული აღნიშნულის დადგენისთვის დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა. ბრძანება საქონლის გაშვების შემდგომი გასვლით შემოწმების შესახებ წინასწარ ჩაბარდა ჯამბულ აბულაძის მეუღლეს, გაგზავნილ იქნა საქართველოს ფოსტით და ატვირთა პირის ელექტრონულ მისამართზე.

წონისა და კოდის დადგენის მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებულია დათვალიერება, სინჯის ან ნიმუშის აღება. კონკრეტულ შემთხვევაში, საქონლის (ლითონის ასაწყობი კონსტრუქცია-ერთი ერთეული) სპეციფიკიდან გამომდინარე, ის განხილული იქნა, როგორც საკვლევი ნიმუში. შესაბამისად საჭირო გახდა ზემოაღნიშნული კონსტრუქციის დემონტაჟი და გაფორმების ორგანოში წარდგენა.

აქვე ავღნიშნავთ, რომ თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია მხოლოდ იმ საქონლის შემოტანა, რომლის წარმოშობის ქვეყანა თურქეთია, რაც დადასტურებული უნდა იყოს წარმოშობის სერთიფიკატით (EUR.1). ინდ. მეწარმე ჯამბულ აბულაძის მიერ საქონლის დეკლარირებისას წარმოშობის სერთიფიკატი წარდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, მასზე საგადასახადო შეღავათი ვერ გავრცელდებოდა.

ამჟამად დასრულებულია შავი ლითონის კონსტრუქციის (მინარეთი) სრულყოფილი სასაქონლო ექსპერტიზა (წარმოდგენილი კონსტრუქციის სასაქონლო კოდი არის 73089099000 იბეგრება იმპორტის გადასახადით 12 პროცენტის ნაცვლად დეკლარირებული 94060038000 კოდისა, რომელიც არ იბეგრება იმპორტის გადასახადით, ხოლო წონამ შეადგინა 2940 კგ ნაცვლად დეკლარირებული 2700 კილოგრამისა) და უბრუნდება მესაკუთრეს", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შემოსავლების სამსახური მინარეთის დემონტაჟს სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობით ხსნის
შემოსავლების სამსახური:18,919 ლარის საქონელი პირს ელექტრონული ზედნადების გარეშე გადაჰქონდა
არასამთავრობოები ჭელის საქმის გამოძიებას ითხოვენ
TI: 'შემოსავლების სამსახურს არ ჰქონდა მინარეთის დემონტაჟის უფლება'
შემოსავლების სამსახურმა ერთ კვირაში საგადასახადო სამართალდარღვევის 910 შემთხვევა გამოავლინა
[sknews.ge]შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საგადასახადო სამართალდარღვევის 399 ფაქტი გამოავლინეს
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საგადასახადო სამართალდარღვევის 330 ფაქტი გამოავლინეს