FM97.5 / LIVE

5 მილიონიანი ინვესტიცია - ზეკარზე ტურისტული სივრცე მოეწყობა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 16.04.2019
ზეკარის უღელტეხილზე პოლონური ინვესტიციით, თანამედროვე ტურისტული სივრცის მოწყობა იგეგმება. პარალელურად მიმდინარეობს აბასთუმანი–ბაღდათის შემოსავლელი გზის პროექტზე მუშაობა.

5 მილიონიანი ინვესტიცია - ზეკარზე ტურისტული სივრცე მოეწყობა

ამის შესახებ BM.GE- წერს. გამოცემასთან, პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „Promotion Georgia-ს" ხელმძღვანელი კონსტანტინე ნაჭყებია ყვება, რომ პროექტში რამდენიმე კომპანიაა ჩართული, რომლებიც ტურიზმის სექტორში მოღვაწეობენ.

„დიდი ხანია ტურიზმის სფეროში ვართ. ამ პროექტის იდეა სამეგობროში გაჩნდა, როდესაც ვმსჯელობდით, როგორ უნდა გამხდარიყო იმერეთი ტურისტებისთვის ოთხივე სეზონზე მიმზიდველი. ეს ძალიან გამოაცოცხლებს რეგიონს. თავდაპირველად სპეციალისტებთან ერთად ბევრი ადგილი მოვინახულეთ, კვლევები ჩავატარეთ, ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი კომპანია ბუნებაში, მიუდგომელ ადგილას, პროექტების განხორციელებითაა დაკავებული და ისეთ ქვეყნებში აქვს გამოცდილება მიღებული, როგორიცაა: ნორვეგია, ფინეთი, პოლონეთი. დაახლოებით, 120 000 ლარამდე უკვე დახარჯულია 3D მაკეტებში, ურბანულ დაგეგმარებაში, ანალიზში. რაც შეეხება ინვესტიციის მოზიდვას, პრეზენტაცია გავმართეთ ვარშავაში და კერძო პირები დაინტერესდნენ. ოთხ–ხუთ წელიწადში ხუთ მილიონ ლარზეა საუბარი", - განაცხადა ნაჭყებიამ.

მისი თქმით, პროექტის თაობაზე ბაღდათის და იმერეთის მუნიციპალიტეტს უკვე მიმართეს და ამინდების გაუმჯობესების შემდეგ მათი წარმომადგენლები აზომვით ნახაზებს დაამუშავებენ. როგორც ორგანიზატორებმა განმარტეს, თავდაპირველად სატესტო რეჟიმში ერთი ან ორი კოტეჯი განთავსდება და შემდეგ პროექტის სრულად განხორციელება დაიწყება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თელავში თიბისის მხარდაჭერით სასტუმრო Holiday Inn გაიხსნა ®
როგორ იმუშავა და რას გეგმავს DMO სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის
სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის ახალი ორგანიზაცია იქმნება
‘პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად’ – პროექტის პრეზენტაცია ახალციხეში
ბათუმში, თიბისის მხარდაჭერით, Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა ®
ნინოწმინდაში აგრო-ტურიზმის განვითარებაზე იმსჯელეს
ადიგენში ახალგაზრდული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა ®