FM97.5 / LIVE

პროტესტი აზავრეთის სკოლაში - მოსწავლეები მთელი კვირაა გაკვეთილებზე არ დადიან

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 12.04.2019
ახალქალაქში, სოფელ აზავრეთის სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები ახალი სკოლის აშენებას ითხოვენ, ამის გამო, უკვე მეოთხე დღეა, პროტესტის ნიშნად, ბავშვები გაკვეთილებს არ ესწრებიან - სკოლაში სასწავლო პროცესი მთლიანად შეჩერებულია.

პროტესტი აზავრეთის სკოლაში - მოსწავლეები მთელი კვირაა გაკვეთილებზე არ დადიან

აზავრეთის სკოლა, რომელშიც 200-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, წლებია დაზიანებულია. აქ ცუდ მდგომარეობაშია სკოლის სახურავი, კედლები და იატაკი. მშობლები ამბობენ, რომ პროტესტს მანამდე გააგრძელებენ, ვიდრე ახალი სკოლის აშენების დაპირებას არ მიიღებენ. აქციას, რომელიც 8 აპრილს დაიწო, მხარს სკოლის ადმინისტრაციაც უჭერს.

„ჩემს შვილიშვილს უფლებას არ მივცემ რომ სკოლაში იაროს. იქ ძალიან საშიშია“, – ამბობს სააგენტო jnews.ge-სთან საუბარში ერთ-ერთი მოსწავლის ბებია, სარგის თამამიანი.

მასწავლებლები ამბობენ, რომ სკოლაში სიარული საშიშია და იხსენებენ შემთხვევას, როდესაც ერთ-ერთ მოსწავლეს ჭერიდან ქვიშა ჩამოეყარა. „მშობლები ეშინიათ და ბავშვებს არ უშვებენ სკოლაში. ყოველდღე ვხედავდით რომ მოსწავლეთა რიცხვი ნელ-ნელა იკლებდა“,–ამბობს jnews.ge-სთან აზავრეთის სკოლის პედაგოგი, ანაიდ თამამიანი.

ახალქალაქის მერი იური უნანიანი ამბობს, რომ სკოლის გარემონტება დაგეგმილია, ახალი სკოლის ასაშენებლად კი მუნიციპალიტეტს სახსრები არ აქვს. რემონტის დასრულებამდე, იგი მოსწავლეებს მეზობელი სოფლის, ბურნაშეთის სკოლაში სწავლას სთავაზობს.

„ან კაპიტალური რემონტი უნდა გაკეთდეს სკოლის, ან კიდევ ახალი უნდა აშენდეს, დღეს მუნიციპალიტეტს ამხელა შესაძლებლობა არ აქვს,რომ სკოლა ააშენოს. მაგას 4 მილიონამდე ხომ მაინც სჭირდება. მათი პროტესტი არასწორია და ვფიქრობ, რომ ბავშვებმა სკოლაში უნდა იარონ. მუნიციპალური განვითარების ფონდს აქვს ამ სკოლის რეაბილიტაცია გეგმაში“, – ამბობს უნანიანი.

მუნიციპალური განვითარების ფონდში განმარტავენ, რომ სკოლის რეაბილიტაცია წელს დაიწყება. ტენდერს მაისის ბოლოს გამოაცხადებენ. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა რა თანხა დასჭირდება სამუშაოებს, რომელიც 2020 წლისთვის უნდა მოესწროს.

პროტესტი აზავრეთის სკოლაში - მოსწავლეები მთელი კვირაა გაკვეთილებზე არ დადიან

პროტესტი აზავრეთის სკოლაში - მოსწავლეები მთელი კვირაა გაკვეთილებზე არ დადიან
სალომე ყულჯანიშვილის ფოტოები

[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მეორე კვირაა მოსწავლეები აზავრეთის სკოლაში არ დადიან – პროტესტი გრძელდება
აზავრეთში გაფიცული მოსწავლეებისთვის ალტერნატიულ ფართს არჩევენ
აზავრეთის სკოლის მოსწავლეებმა სწავლა განაახლეს
დილისკასა და აზავრეთის მოსახლეობა სკოლების რეაბილიტაციას ითხოვს
ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება
მოხეს სკოლის რეაბილიტაციისთვის საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა
ზარზმაში სკოლას რეაბილიტაცია უტარდება