FM97.5 / LIVE

შეხვედრა რეგიონის ფერმერებთან

მთავარისაზოგადოება 05.06.2012
ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით,დღეს ფერმერებთან და მეწარმეებისთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა რეგიონის ფერმერებთან

შეხვედრა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) ორგანიზებით შედგა.

შეხვედრის მიზანი იმ პროგრამების პრეზენტაცია იყო, რომლებიც გააადვილებს მეწარმეების ხელმისაწვდომობას ფინანსურ რესურსებთან.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საფინანსო-საკონსულტაციო პროგრამა, ლიზინგის სარგებლობის სქემა, აგროდაზღვევის და დაკრედიტების პროდუქტები.

აღნიშნული პროგრამებით სარგებლობა შეუძლიათ პირებს, რომლებიც მოღვაწეობენ ისეთ სექტორებში, როგორიცაა სამკერვალო, სამშენებლო მასალები, ტურიზმი, შესაფუთი სექტორი. ასევე ფერმერებმა, რომლებიც ღია გრუნტზე და სასათბურე მეურნეობებში აწარმოებენ ბოსტნეულს, თხილის მწარმოებლებმა და სხვა.

ფერმერები და მეწარმეები გაეცვნენ აგრო-დაზღვევის თანადაფინანსების საპილოტე პროექტს, რომელიც ამარტივებს სესხის აღების პროცედურას, აზღვევს სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლებს კლიმატური რისკებისგან.

”ახალციხის სასოფლო-საკონსულტაციო სამსახურის” უფროსის გურამ ჯინჭველაძის თქმით, ლიზინგის პროგრამა იმუშავებს იმ შემთხვევაში, თუ ამის შესახებ ინფორმაცია სწორად იქნება მიწოდებული ფერმერებისთვის: ”ამისთვის რეგიონში უნდა იყოს ადამიანი, ვინც უშუამდგომლებს ფერმერს სალიზინგო კომპანიასთან, თორემ ინფორმაციის ასაღებად და სათანამშრომლოდ, გლეხი თბილისში სალიზინგო კომპანიასთან არ წავა”.

ჯინჭველაძე ფიქრობს, რომ ასევე მნიშვნელოვანია აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამაც, თუმცა მისი განხორციელება მიმდინარე წელს ვერ მოესწრება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აშშ-ის მთავრობის მორიგი მხარდაჭერა  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს [R]
აგროდაზღვევის პროექტში შესულ ცვლილებებს სამეგრელოში მცხოვრები ფერმერები გაეცნენ [R]
აგროდაზღვევის პროექტში შესულ ცვლილებებს შიდა-ქართლში მცხოვრები ფერმერები გაეცნენ [R]
აგროდაზღვევის პროექტში შესულ ცვლილებებს კახელი ფერმერები გაეცნენ (R)
კენკროვანი კულტურების დარგის განვითარების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა [R]
ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს ®
შეხვედრა ხორბლის მწარმოებელ ფერმერებთან [R]