FM97.5 / LIVE

4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე 4 სოცმუშაკი გაათავისუფლეს

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 30.01.2019
ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე მეურვეობა – მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა თანამდებობა დატოვა, ხოლო ოთხი სოცმუშაკი სააგენტოდან გაათავისუფლეს.

4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე 4 სოცმუშაკი გაათავისუფლეს

ამის შესახებ დღეს, 30 იანვარს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, სადაც შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოკვლევის შედეგებზე ისაუბრეს.

მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია განმარტავს, რომ გათავისუფლებულებს შორის არის ის სოციალური მუშაკიც, რომელიც ექვს იანვარს გავიდა შემთხვევის ადგილზე, საავადმყოფოში და შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა: "ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა მოკვლევა დაასრულა, რის შედეგადაც გამოიკვეთა იმ ორი უფროსი სოციალური მუშაკისა და ორი სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობა, რომლებსაც უშუალოდ ევალებოდათ ბავშვის საქმის მართვა. აღნიშნული სოციალური მუშაკები დღეიდან გათავისუფლებულები არიან დაკავებული თანამდებობებიდან, მოკვლევის მასალები კი შესაბამის სამსახურებს გადაეცათ. პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა".

ბარკალაია ადასტურებს, რომ ოთხი წლის გოგოს ბიოლოგიურ ოჯახში შესაბამისი რაოდენობის ვიზიტები არ იყო. მისივე თქმით, შეცდომები იყო დაშვებული ბავშვის საქმის მართვასთან დაკავშირებითაც: "რიგი ხარვეზები იყო მართვასთან დაკავშირებით დადგენილი, ისეთი, როგორიც არის მაგალითად მინდობით აღზრდიდან ბავშვის გაყვანა, ანუ ბიოლოგიური უფლებისთვის უფლების მიცემა, რომ წაეყვანათ ბავშვი. რეინტეგრაცია არ იყო საბჭოს გადაწყვეტილება და ბიოლოგიური ოჯახი დაფიქსირებული იყო როგორც დღის განმავლობაში გამყვან პირებად და არა ღამით გამყვან პირებად. მიუხედავად ამისა, მათ ჰქონდათ საშუალება, რომ ღამე გაეყვანათ ბავშვი. ეს არის ერთერთი მაგალითი, რომელიც დაფიქსირდა ამ მოკვლევის შემთხვევაში. ვგულისხმობ ექვსი იანვრამდე პერიოდს".

ოთხი წლის გარდაცვლილი გოგონა 22 იანვარს თბილისში, მის საცხოვრებელ სახლში ნახეს. შსს-ში ამბობენ, რომ ბავშვის ჯანმრთელობის გაუარესების გამო მშობლებმა სასაწრაფო გამოძახეს, რომელსაც მცირეწლოვანი გარდაცვლილი დახვდა. ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე შსს–მ გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. იმავე დღეს ბავშვის დედა შემაკავებელი, ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს.

პოლიციაში ამბობენ, ექვს იანვარს, სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, პატრული ბავშვის ოჯახის მეზობელმა გამოიძახა. შსს-მ ამ დღეს ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა-2 მუხლის “ა” ქვეპუნქტით დაიწყო. შეტყობინების საფუძველზე ოჯახში მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მცირეწლოვნის დედა დააკავეს, ხოლო ბავშვი პატრულის ეკიპაჟთან ერთად იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შემდეგ შსს-მ ბავშვის დედას შემაკავებელი ორდერი გამოუწერა და ბავშვთან კონტაქტი აუკრძალა.

22 იანვარს მომხდარი ფაქტის შემდეგ კი ბავშვის დედა პოლიციამ ორდერის დარღვევისთვის სისხლის სამართლის წესით დააკავა. უწყების ინფორმაციითვე, მომხდარის შესახებ სოციალურ სამსახურს ეცნობა. ამავე დღეს სოცსააგენტოს წარმომადგენლებმა ოჯახში მცხოვრები სხვა ბავშვები სახლიდან გაიყვანეს.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როგორ რეაგირებენ ბავშვის მიმართ ძალადობაზე ახალციხეში [Video]
ახალციხეში ხუთი წლის ბავშვის შესაძლო ცემის საქმის განხილვა დაიწყო
10 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს
ვალეში ავარიისას გარდაცვლილი ბავშვის საქმეზე მძღოლი დააკავეს
10 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზს ვერც მეზობლები ამბობენ
პირველ ბაღში შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სოფელ მინაძეში დაშავებული ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია