FM97.5 / LIVE

ვანო მერაბიშვილის ბიძის საქმეზე დღეს მოწმეები დაკითხეს

მთავარისამართალი 26.07.2013
ახალციხის რაიონულ სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი გენერალური მდივნის,ვანო მერაბიშვილის ბიძის, შპს „ტაოს“ ხელმძღვანელის ლევან თუმანიშვილის საქმეზე, დღეს, 26 ივლისს, ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევდნენ.

ვანო მერაბიშვილის ბიძის საქმეზე დღეს მოწმეები დაკითხეს
პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობდა, რისთვისაც 4 მოწმე დაიკითხა. მათ შორის უტყისუბნის ყოფილი რეინჯერი, რომელიც ამჟამად ადიგენის რაიონის სოფელი უდის რწმუნებულია.

ამბროსი აფრიამაშვილმა დაკითხვაზე აღიარა, რომ ის ლევან თუმანიშვილის დავალებით ტყის სარგებლობის ბილეთს უკანონოდ გასცემდა.
აფრიამაშვილი ჩადენილს იმით ხსნის, რომ ლევან თუმანიშვილის გავლენის გამო შესაძლებელია სამსახურის გარეშე დარჩენილიყო.
აფრიამაშვილმა მოსამართლეს 28-კაციანი სია წარუდგინა, ვისზეც უკანონოდ ჰქონდა გაცემული ხე მასალა. როგორც მან განაცხადა, 28 კაციდან 20 შპს „ტაოს“ თანამშრომელია.

ამბროსი აფრიამაშვილის გარდა დაიკითხა ის სამი მოწმეც, რომელთა სახელზეც ტყით სარგებლობის ბილეთი იყო გამოწერილი. პროკურორის მიერ წარმოდგენილ შესყიდვების აქტს ხელს აღნიშნული მოწმეები აწერენ, თუმცა მოწმეებმა დაკითხვისას განაცხადეს, რომ მათ აღნიშნული ბილეთით არ უსარგებლიათ და შესაბამისად, ხელმოწერაც მათი არ არის.

სასამართლო პროცესს ვანო მერაბიშვილის დედა, ლევან თუმანიშვილის და, ჟენია მერაბიშვილიც ესწრებოდა. ლევან თუმანიშვილის საქმეზე ეს მეორე სასამართლო პროცესი იყო. როდის გაიმართება მომდევნო პროცესი, დღეს თარიღი არ დასახელებულა.
შპს „ტაოს“ ხელმძღვანელი ლევან თუმანიშვილი 2012 წლის 14 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. იგი გირაოს, 50 000 ლარის სანაცვლოდაა გათავისუფლებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე და 210-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გამოძიების თანახმად, თუმანიშვილის ხელმძღვანელობით საწარმოს თანამშრომლები სამცხე-ჯავახეთის ტყის უბნებში უკანონოდ ჭრიდნენ ხე-ტყეს და მწვანე ნარგავებს, რის შედეგადაც, მოპოვებული ხე მასალა თუმანიშვილის კუთვნილ გადამამუშავებელ საამქროში მიჰქონდათ. ასევე, თუმანიშვილი მოპოვებული სამასლე მერქნის რეალიზაციის დროს, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების გზით, სისტემატურად ზრდიდა მიღებული შემოსავლების ხარჯებს, რითაც თავს არიდებდა სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების გადახდას.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ლევან თუმანიშვილის სასამართლო პროცესებზე მოწმეები არ ცხადდებიან
ურთიერთსაპირისპირო ჩვენებები და დოკუმენტები ლევან თუმანიშვილის სასამართლო პროცესზე
ლევან თუმანიშვილის  ადვოკატი: „ბრალდების მხარე საქმის განხილვას აჭიანურებს“
მიიყვანენ თუ არა მოწმეებს იძულებით ლევან თუმანიშვილის პროცესზე
ვინ იცრუა ლევან თუმანიშვილის სასამართლო პროცესზე
შეცვლილი ჩვენებები და დაჯარიმებული მოწმეები ლევან თუმანიშვილის პროცესზე
ლევან თუმანიშვილის პროცესზე მოწმეებს იძულებით მიიყვანენ