FM97.5 / LIVE

სალომე ზურაბიშვილი: მე და ჩემ შვილებს სიცოცხლის მოსპობით გვემუქრებიან [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 12.11.2018
“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას და მის შვილებს გაეგზავნათ სმს და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლად არის გამოკვეთილი სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

სალომე ზურაბიშვილი: მე და ჩემ შვილებს სიცოცხლის მოსპობით გვემუქრებიან [R]

“სხვადასხვა უხამსი სიტყვებით სამივეს მიმართულებით გაჟღერდა: "შუბლს გაგიხვრიტავ”, “თქვენს სისხლს დავლევ”. მუქარა რეალურია, რამეთუ ავტორები იდენტიფიცერებულები არიან – ყოფილი სამხედროები, თავისივე სტატუსებიდან გამომდინარე, დაკავშირებულები “ნაციონალურ მოძრაობასთან” და მის მეთაურებთან. ძალიან შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის, რომ ასეთი ადამინები, ვინც ემუქრებიან ქალს და მის შვილებს, მანიპულირებენ სამხედრო ძალის სახელით, იმ ძალის, რომელიც ქართული ვაჟკაცობის, ღირსების სიმბოლოა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მას მისივე თქმით, მუქარის ავტორი იდენტიფიცირებული პირების სახელები და გვარები არ დაუსახელებია.

ზურაბიშვილის განცხადებით, ამ ქმედებებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ქვეყანაში დაძაბულობის და შუღლის გარემოს დაფუძნებისთვის, რაშიც მონაწილეობენ ერთი პოლიტიკური ძალის შიდა თუ გარე ლიდერები, ტელეწამყვანები და მათი მხარდამჭერები.

ზურაბიშვილის თქმით, მან მიმართა შსს-ს, რომ რეაგირება მოახდინოს ამ ფაქტებზე, რათა დროულად იქნას აღკვეთილი ნებისმიერი მცდელობა, რომელიც მიმართულია დესტაბილიზაციისკენ.

პრეზიდენტობის კანდიდატი რეაგირებისკენ მოუწოდებს არასამთავრობო სექტორსაც.

“გახსენებთ, რომ ჩემი პირველი მიმართვა, გაკეთებული ამ წლის 11 ოქტომბერს, დარჩა რეაგირების გარეშე იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც უნდა იცავდნენ ადამიანის უფლებებს, გმობდნენ სიძულვილის ენას, გენდერულ დისკრიმინაციას და იცავდნენ პოლიტიკურ კორექტულობას. ამდენად შესაძლო მოვლენების განვითარებაზე ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ თუ ქვეყანაში დესტაბილიზაციის კუთხით, ამ საქციელის ავტორებთან გაინაწილებენ პასუხისმგებლობას, თუ სათანადო და მყისიერი რეაგირება არ მოჰყვება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სალომე ზურაბიშვილი: მე ამ ქვეყნისთვის სტაბილურობა მინდა[R]
ზურაბიშვილი: როგორც მომავალი მთავარსარდალი, პატივს ვცემ სამხედრო ძალებს[R]
ზურაბიშვილი NGO–ებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა[R]
სალომე ზურაბიშვილი: 'მსურს პრეზიდენტის ფონდიდან ახალგაზრდებს დავეხმაროთ'[R]
სალომე ზურაბიშვილი: კონტექსტიდან ამოვარდნილი სიტყვებით ილაშქრებენ ჩემ წინააღმდეგ[R]
ზურაბიშვილი: სააკაშვილის განცხადება ქართული ღირსებისა და ღირებულებების შეურაცხყოფაა [R]
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატია