FM97.5 / LIVE

რა შეაჩერებს აზიურ ფაროსანას საქართველოში

მთავარისიახლე, რეკლამა, განცხადებები 17.09.2018
რიგ ქვეყნებში, სადაც აზიური ფაროსანაა გავრცელებული, სასოფლო-სამეურნეო კულტურა მავნებლის ზიანს ვერ გრძნობს. ამის ერთ–ერთი მიზეზი, აღნიშნულ ტერიტორიებზე გავრცელებული მავნებლის ბუნებრივი მტერია.

რა შეაჩერებს აზიურ ფაროსანას საქართველოში

ბუნებრივი მტრის გავლენა აზიურ ფაროსანაზე


ბუნებრივი მტრის საკითხი, ჩვენს ქვეყანაში, მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ფერმერთა ნაწილს აზიური ფაროსანასგან გამოწვეული მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიადგა. ბრძოლის ქიმიური, ბიოლოგიური და მექანიკური საშუალებების გამოყენების გარდა, სპეციალისტებმა მავნებლის პოპულაციის შემცირებისთვის მის ბუნებრივ მტერზე დაიწყეს ფიქრი.

ერთ-ერთ ვარიანტად საქართველოში მავნებლის ბუნებრივი მტრის შემოყვანა განიხილებოდა. დასახელდა ვარიანტიც - სამურაი კრაზანა. ვარაუდი მიჩიგანის სახაელმწიფო უნივერსიტეტის კვლევამაც გაამყარა. სამეცნიერო ნაშრომში ნათქვამია, რომ მწერი აზიური ფაროსანას კვერცხების რაოდენობას 60-90%-ით ამცირებს.

მიმდინარე ექსპერიმენტის გასაცნობად ქალაქ დელემონში მდებარე ლაბორატორიას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები ესტუმრნენ. მეცნიერები, ბუნებრივი მტრის შემოყვანის საკითხის პარალელურად, საქართველოში უკვე არსებული მწერერებსაც აკვირდებოდნენ, ბუნებრივ მტრად ერთ-ერთი მწერი დასახელდა.

ანასტატუს - აზიური ფაროსანას შესაძლო ბუნებრივი მტერი საქართველოში


ანასტატუს - ასე ჰქვია მწერს, რომელიც საქართველოშია გავრცელებული და შესაძლოა, აზიური ფაროსანას ბუნებრივ მტრად განვიხილოთ. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში აცხადებენ. მეცნიერებს ვარაუდის საფუძველს გასული წლიდან მიმდინარე დაკვირვებების შედეგები აძლევს.

კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა აზიური ფაროსანას დაპარაზიტებული კვერცხები გასული წლის ივლისში აღმოაჩინეს. გაირკვა, რომ ისინი ანასტატუსის სახეობას განეკუთნებოდნენ, რაც მოგვიანებით შვეიცარიელმა მეცნიერებმაც დაადასტურეს.

რა შეაჩერებს აზიურ ფაროსანას საქართველოში

როგორ მოქმედებს პარაზიტი აზიურ ფაროსანაზე?

როგორც წესი, მავნებელი 28 კვერცხს დებს, ანასტატუსის სახეობის მწერს კი შეუძლია კვერცხების ნახევარზე მეტი დააპარაზიტოს, შესაბამისად, აზიური ფაროსანას მატლის ნაცვლად, მისი მტრის ანასტატუსის ნიმფა გამოიჩეკება.

"თუკი დადასტურდება, რომ მწერი მართლაც შეიძლება განვიხილოთ აზიური ფაროსანას ბუნებრივ მტრად, უნდა დადგინდეს რა ოდენობისაა იგი საქართველოში და შემდეგ ბიოფაბრიკებში მის ხელოვნურ გამრავლებაზე ვიზრუნოთ", - ამბობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ხიდაშელი. მეცნიერი განმარტავს, რომ გასარკვევია პარაზიტის ზემოქმედება სხვა მწერებზეც.

სტატია მომზადებულია "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" EBRD-ის მხარდაჭერით "ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას" პროექტის ფარგლებში, რომელსაც "ჟურნალისტიკის რესურსცენტრი" – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ფაროსანას საქართველოში აღმოჩენილ შესაძლო ბუნებრივ მტერზე
აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრის კვლევის შედეგები
ტრიხოლკუს გრანდი – აზიური ფაროსანას შესაძლო კიდევ ერთი ბუნებრივი მტერი
საქართველო - აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრის გარეშე
როგორია აზიური ფაროსანას გავლენა თხილის მოსავლის ხარისხზე
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს მეცნიერები გაეცნენ
საქართველოში წარმოებული ბიოლოგიური პრეპარატი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ