FM97.5 / LIVE

ბორჯომში შსს თანამშრომლებმა ქრთამის შეთავაზების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

მთავარისიახლე, სამართალი 23.07.2018
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლისთვის, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირებისთვის ხელშეწყობისა და ბორჯომის რაიონიდან მისი უსაფრთხო გაცილების მიზნით, ქრთამის შეთავაზების ფაქტზე ერთი პირი, ზ.ფ. დააკავეს.

ბორჯომში შსს თანამშრომლებმა ქრთამის შეთავაზების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის და შს სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შს სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე ზ.ფ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის მაისში, შს სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შეჩერებული იქნა ზ.ფ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, რომლითაც იგი უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებას ახდენდა. აღნიშნულის შემდგომ ზ.ფ ქ.ბორჯომში შეხვდა შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს და შემდგომში, სისტემატური საქმიანობისთვის, კერძოდ უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებისთვის ხელშეწყობისა და ბორჯომის რაიონიდან მისი უსაფრთხო გაცილების მიზნით ქრთამის სახით შესთავაზა ფულადი თანხა.

ზ.ფ.-ს დაკავება ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე მოხდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქრთამის აღების ბრალდებით სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომელი დააკავეს
შსს-მ ბორჯომში ქრთამის მიცემის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ქრთამის აღების ბრალდებით ბორჯომის სატყეო უბნის ტყის მცველი დააკავეს
ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომში სატყეო სამსახურის თანამშრომელი დააკავეს
შსს-მ ქრთამის აღების ფაქტზე სამცხე-ჯავახეთში ორი პირი დააკავა
შსს–მ  სამცხე–ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე–ტყე ამოიღო
„ყაზბეგის“ საბაჟოზე ქრთამის აღების ფაქტზე მებაჟე დააკავეს