FM97.5 / LIVE

ზარზმასთან 67 წლის კაცი ხევში გადავარდა და გარდაიცვალა

მთავარისიახლე, სამართალი 12.06.2018
ადიგენში, სოფელ ზარზმასთან ახლოს 67 წლის კაცი ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, იგი დღეს, 12 ივნისს, კლასელებთან ერთად სკოლის დამთავრებიდან 50 წლისთავს აღნიშნავდა.

ზარზმასთან 67 წლის კაცი ხევში გადავარდა და გარდაიცვალა

შემთხვევა, დაახლოებით, 15:20 საათზე მოხდა. იგი ამ დროს კლასელებთან ერთად მანქანით უტყისუბნიდან ადიგენის მიმართულებით მიდიოდა.

„ტყეში იყვნენ გასულები მეგობრებთან ერთად, მანქანა გააჩერებინა და გადავიდა, რომ არ დაბრუნდა ძებნა დაუწყეს და ნახეს, რომ 40 მეტრის სიმაღლიდან მდინარეში იყო ჩავარდნილი“, – ამბობენ ადგილობრივები.

მათი თქმით, კაცის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევა გახდა: „ამ ადგილზე წყალი ისეთი სიღრმის არ არის, რომ ვინმე დაიხრჩოს“.

მერის წარმომადგენელი სოფელ ზარზმაში გურამ გავაშელი კი ამბობს, რომ გარდაცვლილს სავარაუდოდ ფეხი დაუსხლტა: „როცა მივედი უკვე სასწრაფო სამედინიცო დახმარების და პოლიციის ბრიგადები იყვნენ მისული“.

გარდაცვლილი 1951 წელსაა დაბადებული. წარმოშობით სოფელ კახარეთიდან იყო და ქუთაისში ცხოვრობდა.

გარდაცვლილი უკვე პროზექტურაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ ბავრაში 81 წლის კაცი გარდაცვლილი ნახეს
ნინოწმინდაში 68 წლის კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს
სოფელ ანში 71 წლის კაცი ცხენმა მოკლა
ბორჯომში 22 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს
სოფელ ბეჟანოში 58 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს
ნინოწმინდაში სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
სოფელ არალში შუახნის მამაკაცი ჩამომხრჩვალი ნახეს