FM97.5 / LIVE

ინსტიტუციური დიალოგის პირველ ფორუმს მთავრობა ახალციხეში გამართავს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 05.05.2018
სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის პირველი ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი „ახალციხის ციხეზე“ გაიმართება. ხელისუფლების წარმომადგენლები მერებთან ერთად დეცენტრალიზაციის რეფორმაზე იმსჯელებენ.

ინსტიტუციური დიალოგის პირველ ფორუმს მთავრობა  ახალციხეში გამართავს

ფორუმი „ახალციხის ციხეზე“ ხუთ და ექვს მაისს გაიმართება. მას პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე პარლამენტის, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები დაესწრებიან.

სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ინსტიტუციური დიალოგის ყოველწლიური ფორუმის შექმნის იდეა ზაზა გაბუნიას ეკუთვნის. მისი მიზანი წელს მმართველობის დეცენტრალიზებულ მოდელზე გადასვლის საკითხების განხილვა იქნება.

„გვინდა რომ მმართველობის დეცენტრალიზებულ მოდელზე გადავიდეთ და ადგილობრივ თვითმმართველობებს მეტი უფლებები მივანიჭოთ. ასევე, ჩვენი მიზანია, რომ თვითმმართველობების მუშაობაში მოქალაქეების ჩართულობა გავზარდოთ. ფორუმზე მსჯელობა სწორედ ამ საკითხებზე იქნება“, – განუცხადეს „სამხრეთის კარიბჭეს“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში.

ხუთ მაისს ფორუმს 14:00 საათზე ზაზა გაბუნია, გიორგი კვირიკაშვილი, მაია ცქიტიშვილი და კახა კალაძე გახსნიან. ამ დღეს განხილული ორი საკითხი იქნება: „რეგიონული უთანაბრობა, როგორც გამოწვევა და დეცენტრალიზაციის რეფორმა“, „ინტერმუნიციპალური კავშირების ფორმირება და გაძლიერება“.

ექვს მაისს, 11:00 საათიდან მერების კონგრესი დაიწყება. თემაზე „ადგილობრივი გამოწვევები და მიღწევები“ ახალციხის, ზუგდიდის, გორის, ბათუმისა და მარნეულის მერები ისაუბრებენ. შემდეგი განსახილველი საკითხი, „ინსტიტუციური დიალოგი, როგორც ფორმატი, და მისი მნიშვნელობა“ იქნება. ფორუმს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი კახა სამხარაძე და ზაზა გაბუნია შეაჯამებენ.

[მარიამ ბარძიმაძე ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ახალციხის ციხეზე’ ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი გაიხსნა
‘ახალციხის ციხეზე’ ფორუმის მეორე დღე მერების მოხსენებებს ეთმობა
ირაკლი კობახიძე: ‘დეცენტრალიზაცია მთავრობის მთავარი პრიორიტეტია’
პრემიერი: მმართველობის დეცენტრალიზაცია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა
პრემიერი: ‘უნდა გაორმაგდეს თვითმმართველობების დაფინანსება’ [Video]
ორდღიანი ფორუმის მუშაობა ექსპერტებმა შეაჯამეს [Video]
'ვაგრძელებთ ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების გაძლიერებას' – ცქიტიშვილი