FM97.5 / LIVE

ირიგაციის პრობლემა – ადიგენის მერობის კანდიდატების გეგმები

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები, საზოგადოება 18.10.2017
რა გეგმები აქვთ ადიგენის მერობის კანდიდატებს საირიგაციო პრობლემების გადასაჭრელად;

ირიგაციის პრობლემა – ადიგენის მერობის კანდიდატების გეგმები

N2 გელა სარაშვილი – საარჩევნო ბლოკი: „ბაქრაძე - უგულავა – ევროპული საქართველო“: „სარწყავი წყლის პრობლემების გადასაჭრელად ყველა პრობლემას ადგილზე შევისწავლით, სადაც საჭიროა საგუბარს გავაკეთებთ, სადაც საჭიროა არხებს მოვაწყობთ. ვეცდებით, რომ სარწყავი წყალი ყველა სოფლამდე თვითდინებით მივიყვანოთ. საჭიროების შემთხვევაში საქაჩებსაც გავაკეთებთ.

N3 ჯემალ ვანაძე – „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა–დემოკრატიული მოძრაობა–თავისუფალი საქართველო“: „ადიგენში მიწების გასარწყავიანება ძალიან მარტივია, რადგან რამდენიმე ბუნებრივი ტბა გვაქვს და თვითდინებით შეიძლება ნაკვეთებამდე წყლის მიყვანა. ამიტომ ვფიქრობ, რომ სარწყავის პროლბემის მოგვარებას დიდი ენერგია არ სჭირდება.

N5 რატი ტატალაშვილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „სარწყავის პრობლემა მოგვარდება სწორი მენეჯმენტის და თანხების მიზანმიმართულად ხარჯვის შემთხვევაში. ადიგენის წყლის რესურსით მდიდარია და ამიტომ მთელი რაიონის გასარწყავიანებაა შესაძლებელი. ტყეში წყლის დაგუბებით შეგვიძლია უზარმაზარი რეზერვუარი გავაკეთოთ. ასე უდესა და არალს 100%–ით გავასარწყავიანებთ. ეს უზარმაზარი პროექტი იქნება“.

N8 მინდია ჯელია – „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“: „ვიცი სად არის დებეტი და წყლის რესურსი, ასევე ვიცი როგორ უნდა გაკეთდეს პატარა საგუბრები. ასევე შეიძლება გრანდიოზული საგუბარის გაკეთება ფერსათის მთაზე, რომელიც მდინარე ქვაბლიანის მარცხენა სანაპიროს ზედა სოფლების გასარწყავიანებას უზრუნველყოფს. ამას არანაირი დანახარჯი არ დასჭირდება. მხოლოდ თავიდან გაიწევა ხარჯი და შემდეგ იქნება სულ მოგებაზე“.

N41 ზაქარია ენდელაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“: „სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარება ჩვენი პრიორიტეტია. წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ არსებული სისტემები მოვაწესრიგეთ, მაგალთად ბოლაჯურში სარწყავი სისტემა მთლიანად განვაახლეთ. არჩევნების შემდგომაც ჩვენი მიზანი იქნება, როგორც არსებული სარწყავი სისტმების განახლება, ასევე დამატებითი საქაჩების გაკეთება იქ, სადაც ამის საჭიროება და რესურსი იქნება.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არჩევნების შედეგები – ადიგენი [სრული]
არჩევნების შედეგები – ნინოწმინდა [სრული]
31 კაცი და 1 ქალი – მერობის კანდიდატები სამცხე–ჯავახეთში
სამცხე–ჯავახეთში მერობის 31 და მაჟორიტარობის 321 კანდიდატია
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ბორჯომში [სია]
როგორ გეგმავენ ადიგენში დასაქმების პრობლემის მოგვარებას მერობის კანდიდატები
ადიგენში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 60 კანდიდატი იბრძვის