FM97.5 / LIVE

შემოსავლების სამსახური საქართველოში რეგისტრირებულ გადამხდელებსა და კომპანიებს აფრთხილებს

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 27.09.2017
შემოსავლების სამსახური მიმართავს კომპანიებს და მეწარმეებს, ინტერნეტშესყიდვების დროს გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და კარგად გადაამოწმონ პოტენციური პარტნიორის, როგორც სამართლებრივი სტატუსი, ასევე საიმედოობა.

შემოსავლების სამსახური საქართველოში რეგისტრირებულ გადამხდელებსა და კომპანიებს აფრთხილებს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საქართველოში რეგისტრირებულ გადამხდელებსა და კომპანიებს მიმართავს. უწყება ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილს ქართული კომპანიებისა და ინდივიდუალური მეწარმეების მიმართ, უცხოური კომპანიების მიერ თაღლითური სქემების გამოყენებასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახური მიმართავს კომპანიებს და მეწარმეებს, ინტერნეტშესყიდვების დროს გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და კარგად გადაამოწმონ პოტენციური პარტნიორის, როგორც სამართლებრივი სტატუსი, ასევე საიმედოობა.

”ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მიმართავს საქართველოში რეგისტრირებულ გადამხდელებსა და კომპანიებს: ინტერნეტის საშუალებით აზიის, აფრიკის ან აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში პროდუქციის შესყიდვისას, სათანადო გადამოწმების გარეშე საქონლის მომწოდებელ სუბიექტთან საქმიან გარიგებაში შესვლა და მისთვის ფულადი სახსრების გადარიცხვა დაუშვებელია.

აღნიშნულ სუბიექტებს, რეალურად კი ფიქტიურ კომპანიებს აქვთ კარგად გაფორმებული ვებ-გვერდები, ან იყენებენ ცნობილი კომპანიების სახელს. მყიდველს პროდუქციას სთავაზობენ საგრძნობლად დაბალ ფასად, სანაცვლოდ, ითხოვენ სრული თანხის ან მისი ნაწილის წინასწარ გადარიცხვას, მათ შორის, ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე.

შესაბამისად, გთხოვთ ინტერნეტშესყიდვების დროს გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და კარგად გადაამოწმოთ პოტენციური პარტნიორის როგორც სამართლებრივი სტატუსი, ასევე საიმედოობა. ამასთან, მნიშვნელოვანია ანგარიშსწორება განხორციელდეს საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებული და აპრობირებული ნორმების შესაბამისად”, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შემოსავლების სამსახური კომპანიებს მოუწოდებს დასაქმებულთა მონაცემები წარადგინონ
შემოსავლების სამსახური:18,919 ლარის საქონელი პირს ელექტრონული ზედნადების გარეშე გადაჰქონდა
შემოსავლების სამსახური: 435 სამართალდარღვევა ერთ კვირაში
შემოსავლების სამსახური მინარეთის დემონტაჟს სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობით ხსნის
ახალციხის მერია სამშენებლო კომპანიებს მიმართავს [R]
დასაქმებულთა მონაცემების გადაგზავნის ბოლო დღე პირველი ივნისია
TI: 'შემოსავლების სამსახურს არ ჰქონდა მინარეთის დემონტაჟის უფლება'