FM97.5 / LIVE

შსს: ბრალდებული ფიზიკურად გაუსწორდა ორსულ მეუღლეს

მთავარისიახლე, სამართალი 03.09.2017
ოჯახში ძალადობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა წალკის სოფელ არსარვანში ერთი პირი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ფიზიკურად გაუსწორდა ორსულ მეუღლეს.

შსს: ბრალდებული ფიზიკურად გაუსწორდა ორსულ მეუღლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ს.ს., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, წალკის რაიონის სოფელ არსარვანში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ფიზიკურად გაუსწორდა ორსულ მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ჯ.ს.-ს, რომელიც, მომხდარის შედეგად, მარნეულის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალბატონს ტვინის მსუბუქი შერყევა დაუდგინდა. ასევე, დადგინდა, რომ ს.ს.-მ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა წარსულშიც რამდენჯერმე მიაყენა.

სამართალდამცველებმა მოძალადე საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით).

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შსს–მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით  ბორჯომში ერთი პირი დააკავა
ცოლზე ძალადობის ბრალდებით ბორჯომსა და ახალქალაქში 2 კაცი დააკავეს
ნინოწმინდაში ოჯახში ძალადობისთვის ორი პირი დააკავეს
სამცხე–ჯავახეთში ოჯახში ძალადობისთვის ერთი პირი დააკავეს
ახალციხეში 44 წლის კაცი შვილსა და მეუღლეზე ძალადობისთვის დააკავეს
ბორჯომში 31 წლის კაცმა ყოფილი ცოლი მოიტაცა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
შსს–მ სამცხე–ჯავახთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით  სამი პირი დააკავა