FM97.5 / LIVE
გავრცელებულ ინფორმაციას რეგიონში სპეცრაზმის მობილიზების შესახებ სისულელეს უწოდებს">

სამხარეო სამმართველო სპეცრაზმის მობილიზების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

მთავარისამართალი 06.04.2013
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ მუმლაძე ინტერნეტ გამოცემებით გავრცელებულ ინფორმაციას რეგიონში სპეცრაზმის მობილიზების შესახებ სისულელეს უწოდებს

სამხარეო სამმართველო სპეცრაზმის მობილიზების შესახებ ინფორმაციას უარყოფს
გუშინ ღამით ინტერნეტ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ახალქალაქში გამოჩნდა, დაახლოებით სამი საათის წინ ახალციხეში გადაისროლეს.

მუმლაძე აცხადებს, რომ რეგიონში მშვიდობაა და მდგომარეობას სრულად აკონტროლებენ: „რა სისულელეა?! ვინ თქვა ეს?! რა სპეცრაზმი?! თუ არ სჯერათ დაღემდება დღევანელი დღეც და ყველა ნახავს, რომ მშვიდობაა და რეგიონში მსგავსი არაფერი ხდება“.

ამბავს სპეცრაზმის შესახებ სააგენტო Newposts-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და ამბობს, რომ „სპეცდანიშნულების რაზმი შსს-ს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილდებოდა და ჩვეულებისამებრ, მათში მსხდომნი შავი ნიღბებით იყვნენ“.

ამავე სააგენტოს ინფრომაციით, „წყარო ვერ აკონკრეტებს, რა მიზნით მოხდა შსს-ს ძალების გადაყვანა ახალქალაქიდან ახალციხეში. ადგილობრივები ამის შესაძლო მიზეზად ორ ვერსიას ასახელებენ: ბოლო პერიოდში სომხური ენისთვის რეგიონალური სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს და დღეს განვითარებულ მოვლენებს რაბათის კომპლექსთან დაკავშირებით“.

ამ ინფორმაციას გუშინ ღამითვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა სხვადასხვა სოციალურ ქსელში: „რა ხდება ახალციხეში?“ „გაგიჟდნენ?! ეს უკვე საშინელებაა, რას აპირებენ?!“ „სამცხე-ჯავახეთში ვითარება იძაბება“, „დალაგებულ სიტუაციას ურევენ!“.

მუმლაძე ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ახალქალაქიდან ახალციხეში სპეცრაზმის გადასროლის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სომხური ენის სტატუსის საკითხი - გამოხმაურება ინტერნეტ-მედიაში
ცესკო ახალქალაქში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ახალციხეში 'რუსთავი 2–ს' ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებენ [Video]
გამოკითხვა: როგორ აფასებთ 12–13 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს? [Video]
მუსლიმებს  ჭელაში სპეცრაზმის მანქანები მიჰყვება [Photo]
შსს რეგიონებში სპეცრაზმის მობილიზებაზე განცხადებას ავრცელებს
ახალციხელები  რუსთავი 2–თან დაკავშირებით  განვითარებულ მოვლენებს აფასებენ[Video]