FM97.5 / LIVE

პაუზა ლექსით: "ბაგრატის ტაძარი" [Audio]

მთავარიპაუზა–რადიო 09.06.2017
თამაზ ჩხენკელის ლექსი რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" ეთერში – უსმინეთ "პაუზას ლექსით" და გაეცანით კიდევ ერთი პოეტის შემოქმედებას. რადო სტუდიაში თქვენთვის ბექა გასიტაშვილი მუშაობს.



ბაგრატის ტაძარი

და თითქო ბნელში გადაიძრა შუბლი ქართული,
ქვად გაიკვეთა ფიქრი მთებად გადანაძარი,
იქ ხომ ტაძარი იყო შავი და შემართული,
დიდი ბაგრატის უკვდავი და მშვიდი ტაძარი.
იყო ტაძარი ატირებულ სილამაზისა,
იყო გუმბათი, გუმბათი ხომ მუზარადია,
როდესაც ხევებს გაახელებს შმაგი ფაზისი,
როდესაც მთებზე დალეწილი წლები ადიან.
აკივლდებიან კაეშანით ტაძრის სვეტები,
ცივი ლოდები ალბათ ლოცვას ელოდებიან.
იყო ტაძარი სისათუთით და გამეტებით,
იყო ტაძარი, მაგრამ ხავსი არ მოსდებია.
ქუთათურ ქუჩებს აიწევდი მწვანე უბიდან,
ქუთათურ ქუჩებს სიჩაუქე შენი ანაზე,
ბინდის დოლბანდით მთებს რომ გული გადაუბინდა,
მშვიდი ტაძარი იძინებდი ქვათა ნანაზე.
და ირწეოდნენ ჩუქურთმები აწნულ თმებივით,
ვაზის ფოთლებად ითლებოდა რთველი ლოდების,
იყო ტაძარი, იყო თითქო გამუდმებივად,
იყო ტაძარი ატირებულ ქვათა გოდებით.
მაგრამ სიშავედ გაიშალა მისი მშვენება,
დიდო ტაძარო, რაოდემდის უნდა იგრგვინო,
დარჩნენ ქუჩები ქუთათური უცხო ჩვენებით...
არის ქალაქი უნაზესი და უგვირგვინო.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ სვირში მართლმადიდებლური ტაძარი გაიხსნა [Photo]
საქართველოს პატრიარქმა უდეს ტაძარი მოილოცა [Photo]
სოფელ წინუბანში ტაძარი გაიხსნა
ბორჯომში თამარ მეფის სახელობის ტაძარი აკურთხეს
ილია მეორემ შალვა ახალციხელის სახელობის მშენებარე ტაძარი მოილოცა [Photo]
სამ წელიწადში აწყურის ტაძარი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს [Video]
ასპინძაში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი აკურთხეს [ფოტო]