FM97.5 / LIVE

300–მა მოსწავლემ საგაზაფხულო არდადეგები ბაკურიანში გაატარა

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 14.03.2017
განათლების სამინისტროს ინიციატივით, სხვადასხვა რეგიონის მცირეკონტიგენტიანი სკოლების 300-მდე მოსწავლემ, 7 დღით ბაკურიანში დაისვენა.

300–მა მოსწავლემ საგაზაფხულო არდადეგები ბაკურიანში გაატარა

მოსწავლეები ბაკურიანში, 8 მარტიდან ისვენებდნენ და საკუთარ სახლებს დღეს, 14 მარტს დაუბრუნდებიან. ერთი კვირის განმავლობაში ისინი სამთო–სათხილამურო სპორტის აქტივობებში იყვნენ ჩართულნი.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერი პროგრამის განხორციელება საქართველოს განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივა იყო.

„პროგრამა მოსწავლეებს მოტივაციას გაუჩენს უფრო აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, დაინტერესდნენ სპორტის სახეობებით და ბანაკებში შეძენილი უნარ-ჩვევები ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენონ, გაუწიონ სპორტს პოპულარიაზაცია თანატოლებში. სწორედ მოსწავლეების გააქტიურება და ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდაა პროგრამის მთავარი მიზანი“, –აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
სამინისტროს ინფორმაციით, მსგავსი პროგრამა, სასკოლო არდადეგების პერიოდში, მომავალშიც განხორციელდება.

საქართველოს მასშტაბით, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 3 მარტიდან დაიწყო, სასწავლო პროცესი ხვალ, 15 მარტს განახლდება.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დასრულდა
8 მარტიდან სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები იწყება
8 მარტიდან საგაზაფხულო არდადეგები იწყება
სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან იწყება
როდის დაიწყება საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები
როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები
ხვალიდან სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება