FM97.5 / LIVE

"მსოფლიო სურსათის დღე“ საქართველოშიც აღინიშნა

მთავარისიახლე, რეკლამა 20.10.2016
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზებით, "მსოფლიო სურსათის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

"მსოფლიო სურსათის დღე“  საქართველოშიც აღინიშნა

ღონისძიების ძირითადი თემა კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან სოფლის მეურნეობის ადაპტირების მნიშვნელობა იყო. აღსანიშნავია, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2016 წელი პარკოსანი კულტურების საერთაშორისო წლად ოფიციალურად გამოაცხადა. შესაბამისად, დღევანდელ ღონისძიებაზე FAO -ს მიერ რეკომენდირებული პარკოსანი კულტურების წარმოების ხელშეწყობის მნიშვნელობის საკითხებიც განიხილეს.

ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა გახსნეს.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა 21-ე საუკუნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა. მსოფლიოს ყველა განვითარებული სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართულია კლიმატის ცვლილებებზე ადაპტირებული პოლიტიკის შემუშავებასა და ეფექტიანი პროგრამების განხორციელებაზე.

"კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება უმნიშვნელოვანესია სიღარიბის დაძლევის, სასურსათო უსაფრთხოების, ფერმერთა კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხით. და კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტირებული პოლიტიკის განხორციელების კუთხით. აღსანიშნავია, რომ პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს ამ მიმართულებით. გაეროს მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ ყველა სტრატეგიულ დოკუმენტში გაითვალისწინა ის მინიმალური სტანდარტი, რაც აუცილებელია დარგის სწორად განვითარებისთვის, გარემოზე ზემოქმედების მინიმუმადე შემცირების გზით“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა სოფლის მეურნეობის იმ ძირითად დარგებზე და მიმართულებებზე ისაუბრა, რომელთა გაძლიერებაც, კლიმატის ცვლილების პირობებში, დარგის მდგრადი განვითარებისთვის არის აუცილებელი.

"სოფლის მეურნეობის სექტორს დიდი პოტენციალი გააჩნია კლიმატის ცვლილების მზარდი ტემპის შესამცირებლად. ამისათვის საჭიროა წარმოების ადაპტაცია და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა", - განაცხადა მამუკა მესხმა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეეს ევროპული სკოლის მოსწავლეებმაც, რომლებმაც კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის მიმართულებით ახალი თაობის ხედვა წარმოადგინეს.

ღონისძიების ფარგლებში, შეფ-მზარეულმა, მანუელ ბარანდამ თანამედროვე კულინარიაში ტრადიციული ქართული პარკოსანი კულტურების გამოყენებაზე ისაუბრა და სტუმრებს სპეციალურად ამ დღისთვის, პარკოსნებით მომზადებული ტრადიციული ქართული და ევროპული კერძები წარუდგინა.

„არსებობს რამდენიმე მიზეზი, რატომაც რეკომენდირებულია პარკოსანი მცენარეების წარმოება და მოხმარება. პარკოსნები მარტივად იწარმოება, მაღალი კვებითი ღირებულებით ხასიათდება და რაც მთავარია, სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის", - აღნიშნა მანუელ ბარანდამ.

“მსოფლიო სურსათის დღისადმი” მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პარკოსანი კულტურების წელი
შეხვედრა იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან [R]
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა [R]
აშშ-ის მთავრობის მორიგი მხარდაჭერა  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს [R]
ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარადგინა[R]
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი FAO-ს რეგიონულ კონფერენციას ესწრება [R]
ქარსაფარი ზოლების პოლიტიკის განსაზღვრა [R]