FM97.5 / LIVE

პოლიტიკური სუბიექტების განაცხადები [ნაწილი II]

მთავარიარჩევნები, მე ვირჩევ 16.09.2016
ვინ არიან, საიდან მოდიან, რა მიმართულება და აქცენტები აქვთ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე, შედარებით მაღალი რეიტინგის მქონე, პოლიტიკურ პარტიებს.

პოლიტიკური სუბიექტების განაცხადები [ნაწილი II]

N6 „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები“

პოლიტიკური სუბიექტების განაცხადები [ნაწილი II]„რესპუბლიკური პარტია“ ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე პოლიტიკური ორგანიზაციაა. დაარსდა 1978 წელს, როგორც დისიდენტთა არალეგალური ორგანიზაცია, რომელიც საბჭოთა სისტემას უპირისპირდებოდა.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პარტიამ ყველა არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, ოღონდ - სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად. 1992-1995 წლებში ოპოზიციური ჯგუფი ჩამოაყალიბა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1995 წლის საქართველოს კონსტიტუციის შემუშავებაში.

პარტიის ლიდერები მონაწილეობდნენ ,,ვარდების რევოლუციაში“. 2004 წელს, განმეორებით საპარლამენტო არჩევნებში, მონაწილეობა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებთან ერთად მიიღეს. მოგვიანებით, აზრთა სხვადასხვაობის გამო, დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა და 2005 წლის ოქტომბერში, „საქართველოს კონსერვატიულ პარტიასთან“ ერთად, შექმნეს ფრაქცია - ,,დემოკრატიული ფრონტი“.

2009 წლის 23 თებერვალს რესპუბლიკურმა პარტიამ, სხვა ორ პოლიტიკურ ძალასთან ერთად, „ალიანსი საქართველოსთვის“ ჩამოაყალიბა, – მიზანი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომა იყო. ალიანსი მონაწილეობდა 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, სადაც ქვეყნის მასშტაბით მესამე ადგილზე გავიდა. 2010 წლის ივლისში ალიანსი დაიშალა და პარტიამ დამოუკიდებლად განაგრძო არსებობა.

2012 წლის თებერვალში პარტია „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. პარტიამ საქართველოს პარლამენტში 9-წევრიანი ფრაქცია შექმნა, პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

პარტიის უზენაეს პოლიტიკურ ღირებულებას, პიროვნების თავისუფლება და ინდივიდუალიზმი წარმოადგენს. გამოდის დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტების მშენებლობის, კანონის უზენაესობის მკაცრი დაცვის, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მშენებლობის, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის გარანტირების და უმცირესობების უფლებების დაცვის მოთხოვნებით. მხარს უჭერს საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელს, დეცენტრალიზაციას და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას.

ქვეყანაში არსებული პრობლემების დასაძლევად, პარტიის ძირითადი პროგრამაა:
• ანგარიშვალდებული და კვალიფიციური მთავრობის შექმნა;
• ქვეყანაში ევროპული სტანდარტის თავისუფლებისა და კეთილდღეობის დამკვიდრება;
• ავტორიტარიზმის, ცენტრალიზებული მმართველობისა და ერთპარტიულობისგან განთავისუფლება და კანონის უზენაესობის, თვითმმართველობისა და სამართლიანობის დამკვიდრება;
• წვრილი და საშუალო ბიზნესის წახალისებით, მასობრივი დასაქმების ხელშეწყობა;
• ცხოვრების ერთნაირად ღირსეული პირობების უზრუნველყოფა მთაშიც და ბარშიც, ქალაქადაც და სოფლადაც;
• პენსიის გაზრდა და ეტაპობრივად დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომელიც ცხოვრების ღირსეულ პირობებს უზრუნველყოფს სიბერეში;
• ეროვნულობის და ევროპულობის შეუთავსებლობის შესახებ სტერეოტიპებისგან გათავისუფლება, ევროპული ინტეგრაციის მეშვეობით, ეროვნული თვითმყოფადობის დაცვა, ქართული ენის მოვლა-პატრონობა და ქართული კულტურის შემდგომი განვითარება და პოპულარიზაცია;
• თანასწორუფლებიანობის, სამართლიანობისა და ტოლერანტობის დამკვიდრება;
• სამართლიანი სასამართლოს დამკვიდრება ყველასათვის;

N8 ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“

პოლიტიკური სუბიექტების განაცხადები [ნაწილი II] საქართველოს პატრიოტთა ალიანსი — მემარჯვენე-კონსერვატიული მიმართულების პოლიტიკური პარტიაა. თავმჯდომარეა დავით თარხან-მოურავი, გენერალური მდივანი — ირმა ინაშვილი. პარტია 2012 წლის დეკემბერში დაარსდა. პირველად 2014 წელს, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობდა, სადაც ირმა ინაშვილმა თბილისის მერის არჩევნებში მეოთხე ადგილი დაიკავა, ხმების 5%-ზე მეტით. თბილისის საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში კი ხმათა 6,34% მიიღო, საარჩევნო ბარიერი გადალახა და ორი წევრი გაიყვანა დედაქალაქის საკრებულოში. ქვეყნის მასშტაბით საკრებულოთა პროპორციულ არჩევნებში საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა 4.72% დააგროვა და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოიპოვა საკრებულოს მანდატები. პარტიის კანდიდატებმა მეორე შედეგი აჩვენეს და მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატებს ფოთში, ოზურგეთში, ლანჩხუთისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში, მერების და გამგებლების პოსტის დასაკავებლად დაუპირისპირდნენ, თუმცა ყველგან დამარცხდნენ.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „პატრიოტთა ალიანსი“ მეორედ მიიღებს მონაწილეობას განახლებული გუნდით. 8 ივნისს მათ 5 პოლიტიკური გაერთიანება შეუერთდა და დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებულ ოპოზიციად ჩამოყალიბდა.

ბლოკში შემდეგი პარტიები შედიან:
1. დავით თარხან-მოურავი –საქართველოს პატრიოტთა ალიანსი;
2. კონსტანტინე გამსახურდია –პარტია „თავისუფლება“;
3. კახა კუკავა –პარტია“თავისუფალი საქართველო“;
4. აკაკი ასათიანი –საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი;
5. გოჩა ჯოჯუა –პარტია „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“;
6. გია ბერძენიძე –ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა.

ბლოკის მთავარი პრიორიტეტია საზღვრისპირა სოფლებში, მოსახლეობისათვის სამუშაო ადგილების შექმნა, დაზიანებული სახლების აღადგენა, საბავშვო ბაღების, სკოლების, სპორტული კომპლექსების, კლინიკების და საავადმყოფოების აშენება „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ფიქრობენ, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რათა ეფექტურად დავიცვათ ტერიტორიული მთლიანობა.
მათი პროგრამის ნაწილია სამინისტროებისა თუ სამთავრობო სტრუქტურების გამჭვირვალობა და მათი საქმიანობის მოსახლეობასთან ყოველწლიური ანგარში და საჯარო დისკუსიები.

ასევე, სიღარიბის ზღვარზე მყოფებისთვის 4.000 ბინის აშენება და გადაცემა. დაბალ პროცენტიან სესხებზე სპეციალური პროგრამის შექმნა, რაც მოსახლეობისათვის იპოთეკური სესხების გადახდას გააიოლებს და ისინი თავიდან აიცილებენ ბინების დაკარგვას.

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ალიანსის წარმომადგენლები, სამწლიანი ზოგადი უმაღლესი განათლების დადგენას აპირებენ, რაც მოქალაქეებისათვის სავალდებულო და ამავე დროს უფასო იქნება. გეგმავენ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების აღდგენას.
„პატრიოტთა ალიანსის“ პროგრამის ნაწილია საპენსიო ასაკის ხუთი წლით დაწევაც, რომლის მიხედვითაც პენსიას მამაკაცები 60 წლის, ხოლო ქალები 55 წლის ასაკში მიიღებენ.

N10 „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“

პოლიტიკური სუბიექტების განაცხადები [ნაწილი II]საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ მემარცხენე-ცენტრისტულ პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოადგენს. ჩამოყალიბდა 1996 წელს.
ყველაზე დიდ წარმატებებს პარტიამ 2002 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიაღწია, – თბილისის საკრებულოში უმრავლესობა მოიპოვა, თუმცა პოლიტიკური პროცესების განვითარების შემდეგ, 49-დან 16 მანდატი დარჩა.

„ლეიბორისტულმა პარტიამ“ არ დაუჭირა მხარი „ვარდების რევოლუციას“. პარტია 2004 წელს ბევრმა წევრმა დატოვა. იმავე წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა მხოლოდ 3.89% მიიღო და 5%–იანი ბარიერი ვერ გადალახა.

2005 წლის მარტში პარტიას შეუერთდა დემოკრატიული სახალხო კავშირი ნესტან კირთაძის მეთაურობით. 2007 წელს ლეიბორისტები იყვნენ წევრები: ოპოზიციური გაერთიანებისა და მასთან ერთად მართავდნენ ნოემბრის აქციებს. მაგრამ შემდგომ გამოეყვნენ და 2008 წლის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში წარადგინეს შალვა ნათელაშვილის კანდიდატურა. პარტია არ მონაწილეობდა 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებში. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვერცერთი მანდატი მოიპოვა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კი პარტიის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი მეოთხე ადგილზე გავიდა.

პარტია მხარს უჭერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლის გაზრდას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ტრადიციული კულტურული ღირებულებებისა და ცხოვრების წესის განმტკიცება-შენარჩუნებას. ამასთან, მიაჩნია, რომ დაცული უნდა იქნეს ყველა სხვა რელიგიური მიმდინარეობის უფლებები.

გამოდის საქართველოს მიერ ერაყის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის წინააღმდეგ, ეწინააღმდეგება ნატოში გაწევრიანებას და გაწონასწორებული საერთაშორისო ურთიერთობების მომხრეა. რუსეთთან მიმართებაში დადებითი განწყობა აქვს.

საშინაო პოლიტიკაში პარტიის მიზნებია უფასო ჯანმრთელობის დაცვა, განათლება და სოციალური მომსახურება. აყენებს კომუნალური გადასახადების შემცირების და სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვილი მოსამსახურეების სოციალური დაცვის საკითხებს. ეწინააღმდეგება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოებისა და მიწის პრივატიზაციას.

პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა რამდენიმე პუნქტისგან შედგება:
• აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შემომტკიცების, აფხაზ და ოს ხალხთან შერიგების პროცესის დაწყება;
• რუსეთის ფედერაციასთან მეგობრული ურთიერთობების აღდგენა; რუსეთთან, ამერიკასთან, ევროკავშირთან გამარტივებული უვიზო რეჟიმის დანერგვა;
• განათლების დაფინანსება ბიუჯეტიდან – ბაგა-ბაღებიდან – უმაღლეს დაწესებულებამდე;
• სახელმწიფოს მიერ გადაუდებელი ოპერაციების მთლიანად დაფინანსება; სამედიცინო პერსონალის ხელფასების გაზრდა. უფასო მედიკამენტები უმწეოებისთვის.
• სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვის აკრძალვა უცხოეთის მოქალაქეებზე;
• ქორწინების რეგისტრაცია, ერთკვირიანი საქორწილო მოგზაურობისა და მშობიარობის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან;
• წვრილი და საშუალო ბიზნესის დაცვა. ბიზნესმენებისა და გლეხობის რუსეთის ბაზარზე გაყვანა, პროდუქციის გაატანა;
• მაჟორიტარი დეპუტატის ინსტიტუტების გაუქმება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]

პოლიტიკური სუბიექტების განაცხადები [ნაწილი II]პოლიტიკური სუბიექტების განაცხადები [ნაწილი II]
სამხრეთის კარიბჭეს" პროექტი,
'ინფორმირებული არჩევანი – დემოკრატიის საფუძველი'
ხორციელდება საარჩევნო სისტემების განვითარების,
რეფორმებისა და სწავლების ცენტრის
ფინანსური მხარდაჭერით


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტების საარჩევნო ნომრები ცნობილია
არჩევნების შედეგები – ბორჯომი [სრული]
ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის  სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკომ პარტიებს საარჩევნო ნომრები მიანიჭა
მეორე ტურის შედეგები ბორჯომში [სრული]
არჩევნების შედეგები – ახალციხე [სრული]
საპარლამენტო არჩევნებისთვის სამცხეში 14 კანდიდატი დარეგისტრირდა