FM97.5 / LIVE

წინა და ამჟამინდელი პარლამენტის არჩევნები – კანდიდატები, შედეგები, პარადოქსები

მთავარისიახლე, მე ვირჩევ 01.09.2016
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებიდან, ოთხი, წინა, 2012 წლის პარლამენტის არჩევნებშიც მონაწილეობდა. მათგან სამი "ნაციონალურ" მოძრაობას წარმოადგენდა და ერთი "ოცნებას". ამ სამიდან ორი ისევ "ნაცმოძრაობის" ერთგული დარჩა, ერთი კი ამჟამად "ოცნების" სახელით იბრძვის.

წინა და ამჟამინდელი პარლამენტის არჩევნები – კანდიდატები, შედეგები, პარადოქსები

წინა, 2012 წლის პარლამენტის არჩევნებზე, როდესაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება", როგორც ოპოზიციური ძალა გამოჩნდა, სამცხე–ჯავახეთში პარლამენტში მოხვედრისთვის 21 კანდიდატი იბრძოდა.

21–დან 4 ახლაც მაჟორიტარობის კანდიდატია. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" – ვაჟა ჩიტაშვილი, ტარიელ ლონდარიძე და ენზელ მკოიანი და "ქართული ოცნებიდან" – გედევან ფოფხაძე.

ენზელ მკოიანი მაშინაც სახელისფლებო კანდიდატი იყო და ახლაც, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ მაშინ ხელისუფლებაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იყო, ახლა კი "ქართული ოცნებაა". სხვათაშორის, "ქართული ოცნების" ამჟამინდელმა კანდიდატმა მკოიანმა, "ქართული ოცნების" მაშინდელ კანდიდატს ალბერტ ნურბეგიანს ხმები საგრძნობლად გაუყო და არჩევნებში ხმების 83.57% მიიღო.

მკოიანისგან განსხვავებით, პარტიის ერთგული დარჩა გედევან ფოფხაძე, იმ დროინდელი ოპოზიციის კანდიდატი. ფოფხაძე ერთადერთი იყო რეგიონში "ქართული ოცნებიდან" გამარჯვებულთა შორის.

გასული, 2012 წლის არჩევნები "ქართულ ოცნებას" "ნაციონალურმა მოძრაობამ" დიდი უპირატესობით მოუგო. რეგიონის 6 მუნიციპალიტეტიდან, 5–ში ხმების დიდი ნაწილი იმ დროს, ხელისუფლების სათავეში მყოფი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებმა აიღეს. (შეგახსენებთ, მაშინ რეგიონში ჯერ ისევ 6 დეპუტატს ირჩევდნენ).

წინა, 2012 წლის პარლამენტის არჩევნებში მონაწილე კანდიდატები


ბორჯომი
1. „კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო“ – დავით ნოზაძე ;
5. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“ – მამუკა ხვედელიანი;
10. „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება“ – მურმან ბლიაძე;
24. „ახალი მემარჯვენეები“ – რომანოზ ახვლედიანი;
38. „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – გივი მჭედლიშვილი;
41. „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ – გედევან ფოფხაძე.

ახალციხე
1. „კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო“ - რევაზ სამსონიძე;
5. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“ - ვაჟა ჩიტაშვილი;
24. „ახალი მემარჯვენეები“- მალხაზ გოგოლაძე;
41. „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ - გურამ კუტალაძე.

ადიგენი
5. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“ - ზურაბ ჩილინგარაშვილი;
41. „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ - ბიძინა გუჯაბიძე.

ასპინძა
5. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“ - ტარიელ ლონდარიძე;
24. „ახალი მემარჯვენეები“ - გია ჭელიშვილი;
41. „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ - თემურ მაისურაძე.

ახალქალაქი
1. „კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო“ - კარინე ბარსეგიანი;
5. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“ - სამველ პეტროსიანი;
10. „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება“ - სოსო ბალახაძე;
24. „ახალი მემარჯვენეები“- გრიგორ მნაცაკანიან;
36. „საქართველოს მშრომელთა საბჭო“ - ხაჩატურ ვართანიანცი;
41. „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ - ნორიკ კარაპეტიან.

ნინოწმინდა
1. „კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო“ - ედუარდი ქოჩარიან;
5. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“ - ენზელ მკოიან;
24. „ახალი მემარჯვენეები“ - მარტინ მღდესიან;
41. „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ - ალბერტ ნურბეგიან.

წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგები


ბორჯომი
„ქართული ოცნება“, გედევან ფოფხაძე – 58.01% ;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მამუკა ხვედელიანი 036.54%.

ახალციხე
„ქართული ოცნება“, გურამ კუტალაძე – 18.03%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ვაჟა ჩიტაშვილი – 80.37%

ადიგენი
„ქართული ოცნება“, ბიძინა გუჯაბიძე – 25.65%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ზურაბ ჩილინგარაშვილი – 74.35%

ასპინძა
„ქართული ოცნება“, თემურ მაისურაძე – 20.92%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ტარიელ ლონდარიძე – 76.36%

ახალქალაქი
„ქართული ოცნება“, ნორიკ კარაპეტიანი – 20.13%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, სამველ პეტროსიანი – 77.7%

ნინოწმინდა
„ქართული ოცნება“, ალბერტ ნურბეგიანი – 14.93%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ენზელ მკოიან – 83.57%

მიმდინარე, 2016 წლის 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებში მონაწილე კანდიდატები


N44 ახალციხე–ადიგენის ოლქი:
1. გიორგი კოპაძე –„ქართული ოცნება“;
2. ვაჟა ჩიტაშვილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
3. ბესიკ ხითარიშვილი – "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა";
4. ნუგზარ პარუნაშვილი – დამოუკიდებელი კანდიდატი.

N45 ასპინძა–ბორჯომის ოლქი (აქ შემოდის ახალქალაქის 5 თემიც)
1. გედევან ფოფხაძე – „ქართული ოცნება“;
2. ტარიელ ლონდარიძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
3. ზურა ხაჩიძე – „პატრიოტთა ალიანსი“;
4. გიორგი გიუაშვილი – „ლეიბორისტული პარტია“;
5. აკაკი ლეკიშვილი – „ეროვნული ფორუმი.

N46 ნინოწმინდა – ახალქალაქის ოლქი
1. ენზელ მკოიანი – „ქართული ოცნება“;
2. არსენ კარაპეტიანი –„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
3. მერუჟან კარახანიანი – „პატრიოტთა ალიანსი“;
4. არმენაკ ფოლორჩიანი – „ეროვნული ფორუმი;
5. აშოტ საარიანი – „რესპუბლიკელები“
6. არტაშეს ფალანჯიანი – დამოუკიდებელი კანდიდატი;
7. რობერტ ჯაგასპანიანი – დამოუკიდებელი კანდიდატი;

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]

წინა და ამჟამინდელი პარლამენტის არჩევნები – კანდიდატები, შედეგები, პარადოქსებიწინა და ამჟამინდელი პარლამენტის არჩევნები – კანდიდატები, შედეგები, პარადოქსები
სამხრეთის კარიბჭეს" პროექტი,
'ინფორმირებული არჩევანი – დემოკრატიის საფუძველი'
ხორციელდება საარჩევნო სისტემების განვითარების,
რეფორმებისა და სწავლების ცენტრის
ფინანსური მხარდაჭერით


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პირველადი შედეგები სამცხე-ჯავახეთში
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [30 აგვისტოს მდგომარეობით]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [3 სექტემბრის მდგომარეობით]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [5 სექტემბრის მდგომარეობით]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [2 სექტემბრის მდგომარეობით]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები   [25 აგვისტოს მდგომარეობით]
# 37 ახალციხის საარჩევნო ოლქი [განახლებადი]