26.10.2020 - „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სამველ მანუკიანი აცხადებს, რომ სოფელ დიდ სამსარში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს თავს ენზელ მკოიანის მხარდამჭერი დაესხა. მისი თქმით, ეს „ოცნების“ მოქმედი დეპუტატის წინასაარჩევნო პროვოკაცია იყო.
26.10.2020 - ბუნებრივი აირის მომმარაგებელი კომპანიის შეცვლის გამო, მოსახლეობის ნაწილი გადასახადს ვერ იხდის, რადგან ახალი კომპანიის მონაცემები "თიბისი ბანკის" მხოლოდ რამდენიმე სწრაფი გადახდის აპარატშია ჩატვირთული.
25.10.2020 - „Welcome To Georgia“–ს ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაში საქართველოს 11 დაცული ტერიტორია იღებს მონაწილეობას, ნომინაციაში საქართველოს „ყველაზე მრავალფეროვანი დაცული ტერიტორია“.
24.10.2020 - კავკასიის უნივერსიტეტის Erasmus+ ჟან მონეს პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) ფარგლებში, საქართველოს განათლების სამინისტროსა და ახალციხის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის მხარდაჭერით, 19-22 ოქტომბერს ახალციხის ქართულ, ქართულ-რუსულ და სომხურ სკოლებში მოსწავლეების, მათი მშობლებისა და მასწავლებლებისათვის ჩატარდა ტრენინგები თემაზე „ევროპული ასოცირების პროცესები საქართველოში.“
24.10.2020 - გარემოს ეროვნული სააგანტოს ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთის უმეტეს მუნიციპლიტეტში, შაბათ–კვირას უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერტურა 26 გრადუსამდე მოიმატებს.
23.10.2020 - ახალციხის 9 ბაღში სწავლა 28 ოქტომბრიდან ორ ნოემბრამდე შეჩერდება, აღნიშნულ ბაღებში საარჩევნო უბნებია განთავსებული.
22.10.2020 - ახლად გახსნილი საზოგადოებრივი ცენტრი ქალაქ ნინოწმინდას და მიმდებარე სოფლების 30 000-ზე მეტ მცხოვრებს მოემსახურება.
22.10.2020 - ახალქალაქის ორ სკოლაში მასწავლებლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. 22 ოქტომბრის მონაცემებით, დისტანციურად სწავლობენ ახალქალაქის მეოთხე და მეხუთე სკოლები.
22.10.2020 - ნინოწმინდის ოთხ სკოლაში მასწავლებლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. დისტანციურად სწავლობენ ნინოწმინდის პირველ, მეორე, მესამე და სოფელ დილიფის საჯარო სკოლებში.
21.10.2020 - ვალეში მცხოვრებ ირაკლი თელიაშვილს იასამნისფერი კომბოსტო მოჰყავს, ამბობს, რომ ბოსტნეული როგორც გემოვნური, ისე სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. 15 მეასედზე დარგული კომბოსტოს საკვებად გამოყენება უკვე შესაძლებელია, თუმცა ახალგაზრდა ფერმერი შიშობს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო წელს რეალიზაცია გაუჭირდება.
20.10.2020 - ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი ახალციხეში არსებულ ებრაულ მემკვიდრეობას გაეცნო და უძველესი სინაგოგა მოინახულა, რომელიც რაბათის უბანში მდებარეობს. სპეციალურად მისთვის გაიხსნა უძველესი „სეფერ თორაც“. ელჩს სინაგოგა ებრაული თემის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა დაათვალიერებინეს.
20.10.2020 - ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ლოკალური პროგრამის წევრად აირჩიეს.
20.10.2020 - 20-22 ოქტომბერს, ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი სამცხე-ჯავახეთში არსებულ ტურისტულ ძეგლებს მოინახულებს. ვიზიტის ფარგლებში იგი ახალციხეში არსებულ უძველეს სინაგოგებსაც ესტუმრება და ებრაულ მემკვიდრეობას გაეცნობა. ელჩი რეგიონში „დანიშნულების ადგილის მართვის“ ორგანიზაციის მოწვევით ჩამოვიდა.
20.10.2020 - გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 21 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
19.10.2020 - ახალციხეში მოსახლეობა ბუნებრივი აირის დავალიანებას ვერ იხდის, როგორც კომპანია “ინტერ გაზში” აცხადებენ, მომსახურების გადახდა მხოლოდ „თიბისი“ ბანკის გადახდის აპარატებიდან არის შესაძლებელი.
19.10.2020 - „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“, საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებები გამოიკვლია. ლაბორატორიაში პროდუქტები ფორმალდეჰიდის, ბორისა და ტყვიის შემცველობაზე შეამოწმეს. 15 ნიმუშში ფორმალდეჰიდი, 18 ნიმუშში ბორი, ხოლო 2 ნიმუშში ტყვია აღმოჩნდა.
18.10.2020 - საქართველოს საპატრიარქო მღვდელმსახურებს SMS შეტყობინებებით მოუწოდებს, ხელი შეუწყონ ტაძარში დისტანციის დაცვას და ეკეთოთ პირბადე. წირვა–ლოცვის დასრულების შემდეგ კი, ტაძარს ჩაუტარდეს დეზინფექცია
18.10.2020 - დღეს, 18 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებლურ ტაძრებში წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა–ლოცვა აღევლინება.
17.10.2020 - ბორჯომის საფეხბურთო კლუბმა მე–8 ტურის გასვლითი მატჩი „იმერეთს“ მინიმალური სხვაობით მოუგო და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
16.10.2020 - ახალგაზრდობის სააგენტო, მისი სამწლიანი რეფორმის ფარგლებში, მუნიციპალურ ახალაგზრდულ საქმიანობას, 11 საპილოტე მუნიციპალიტეტთან ერთად, წელსვე დამატებით ოთხ მუნიციპალიტეტში დანერგავს, მათ შორისაა ბორჯომის მუნიციპალიტეტი.