FM97.5 / LIVE

‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.10.2020
ვალეში მცხოვრებ ირაკლი თელიაშვილს იასამნისფერი კომბოსტო მოჰყავს, ამბობს, რომ ბოსტნეული როგორც გემოვნური, ისე სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. 15 მეასედზე დარგული კომბოსტოს საკვებად გამოყენება უკვე შესაძლებელია, თუმცა ახალგაზრდა ფერმერი შიშობს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო წელს რეალიზაცია გაუჭირდება.

‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’  – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

37 წლის ირაკლი თელიაშვილმა იასამნისფერი კომბოსტოს მოყვანა სამი წლის წინ დაიწყო, თავიდან მცირე რაოდენობით რგავდა, რადგან მომხმარებლების უმეტესობამ არ იცოდა, რაში უნდა გამოეყენებინათ „შეღებილი კომბოსტო“.

„თავიდან მოთხოვნა არ იყო, ხალხმა არ იცის როგორი ვიტამინებითა და იოდით მდიდარი ბოსტნეულია, ჰგონიათ, რომ ჩვეულებრივი შეღებილი კომბოსტოა. ბოლო პერიოდში მოთხოვნა გაიზარდა და უფრო დიდ ფართობზე დავრგე. მარტო რომ ვეღარ ვუვლიდი მუშები დავიქირავე“, – ამბობს ირაკლი თელიაშვილი.

‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’  – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

ახალგაზრდა ფერმერი კომბოსტოს ნერგი თავად გამოჰყავს, ამიტომ მზადებას ადრე გაზაფხულიდან, აპრილიდან იწყებს. წელს 15 მეასედზე აქვს დათესილი, ამბობს, რომ მოვლაში 1 000 ლარზე მეტი უკვე დახარჯული აქვს.

„15 მეასედის მარცვალი, რომ იყიდო 300 ლარია საჭირო. ფართობის ერთ მორწყვაში 40 ლარს ვიხდი, სეზონზე 10–ჯერ მაინც უწევს მორწყვა, მუშებსაც ფული უნდა გადაუხადო, მერე ტრანსპორტირება და ა.აშ“.

ირაკლი ამბობს, რომ იასამნისფერი კომბოსტო კარგად დიდ ქალაქებში იყიდება, იგი შიშობს, რომ წელს პანდემიის გამო, რეალიზაცია გაუჭირდება.

„ძირითადად კარფურის ქსელში და რესტორნებში ვაბარებდი, შარშან იყო ძალიან მოთხოვნადი, წელს ბევრი ამიტომ დავთესე, მაგრამ, ვშიშობ, არ ვიცი როგორ მოვახერხებ გასაღებას“.

მისი თქმით, იისფერი კომბოსტოს ცნობადობის გაზრდის და რეალიზაციისთვის საჭიროა ფერმერებს სახელმწიფო დაეხმაროს.

„მოვლა-მოყვანა არ მიჭირს, მაგრამ რეალიზაცია რთულია. იისფერ კომბოსტოში ორჯერ მეტი C ვიტამინი და იოდის შემცველობაა, ვიდრე ჩვეულებრივ კომბოსტოში. სახელმწიფოს დახმარებაა საჭირო, გაგვატანინონ ქვეყნის გარეთ, ან აქ გაუწიონ პოპულარიზაცია, რომ ცნობილი გახდეს. კილოგრამი 80 თეთრად ან ლარად მაინც უნდა გავყიდო, რომ მოგება დამრჩეს, ახლა 25 თეთრად ვაბარებ“.

ირაკლი კომბოსტოს მოსავალს ოქტომბრის ბოლომდე დააბინავებს, შემდეგ კი რეალიზაციაზე ზრუნვას დაიწყებს.



[რიმა სარუხანიან, შაკო ალავიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

SKკულინარია: კომბოსტოს სალათი [ვიდეო]
მეურნე: როგორ შევინახოთ კომბოსტო [Video]
ახალციხეში ფერმერს იასამნისფერი კარტოფილი მოჰყავს
მესხი ფერმერების „წყალში გადაყრილი“ მოსავალი
ორმაგად დაზარალებული მოსახლეობა
ირაკლი ალასანია: ‘ბაზარში იგრძნობა, როგორი ეკონომიკური დინამიკა აქვს მუნიციპალიტეტს’
რა შეცვალა  საგაზაფხულო ბარათებმა სამცხე-ჯავახეთში 2013 წელს