02.07.2020 - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტები PCR-ტესტირებას უფასოდ გაიკეთებენ ახალციხეში, ადიგენსა და ბორჯომში.
02.07.2020 - იმ პრაქტიკოსი მასწავლებლის ადგილას, რომელიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, კონკურსი აგვისტოში გამოცხადდება. თუ ეს ვაკანტური პოზიცია არ შეივსო, მუშაობას იგივე პრაქტიკოსი მასწავლებელი გააგრძელებს ოღონდ ვაკანსიის შევსებამდე, უსტატუსოდ.
02.07.2020 - პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განმარტებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წერის პროცესში, აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ პირბადის გარეშე იმუშაონ. იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, ჩართავენ კონდიციონერსაც.
02.07.2020 - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემის მიხედვით, „პრაქტიკოსი მასწავლებლის“ სტატუსი გაუქმდა. იერარქიულად, ყველაზე დაბალ სტატუსად დარჩა უფროსი მასწავლებელი, შემდეგ წამყვანი და შედარებით მაღალი სტატუსის მქონდე იქნება - მენტორი.
30.06.2020 - ეროვნული გამოცდების დაწყებამდე ერთი კვირა რჩება, როგორ ემზადება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი და რა რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ აბიტურიენტებს.
27.06.2020 - აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებსა და მაგისტრობის კანდიდატებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან, 27 ივნისიდან შეეძლებათ.
26.06.2020 - საინფორმაციო სააგენტო Yerkir.am წერს, რომ სამცხე–ჯავახეთიდან 69 აბიტურიენტი სომხეთში ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას შეძლებს. ამისთვის მათ 14–დღიანი კარანტინის გავლა არ მოუწევთ.
26.06.2020 - აბიტურიენტები, რომლებიც სწავლის გასაგრძელებლად სომხეთის უმაღლეს სასწავლებლებში დარეგისტრირდნენ, ჩაკეტილი საზღვრების გამო გამოცდებზე წასვლას ვერ ახერხებენ.
26.06.2020 - აბიტურიენტები, საგრანტო კონკურსში მონაწილეეები და მაგისტრობის კანდიდატები საგამოცდო ბარათებს 27 ივნისის 12:00 საათიდან ამობეჭდავენ.
26.06.2020 - პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდა კვლავ გაგრძელდება, პენსიაზე გასული პედაგოგები კი ფულად ჯილდოს, ორი წლის ხელფასის ოდენობით ისევ მიიღებენ.
25.06.2020 - მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები შევიდა, ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
23.06.2020 - ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ თუ სექტემბერში ქვეყანაში არსებული ეპიდინდუსტრიული სიტუაცია ისეთივე იყო, როგორიც ახლაა, საჯარო სკოლებში სწავლა განახლდება.
22.06.2020 - ახალგაზრდა მწერლის რომანი ლიტერატურული კონკურსის პირველი ტურის საუკეთესო სამეულში მოხვდა. ანაბელი გვიყვება როგორ გაჩნდა „ჩიხი“, რომელსაც საფუძვლად რეალური ისტორია უდევს და როგორ გაბედა თავისი ნაწერების გასაჯაროება, რომელსაც 13 წლის განმავლობაში ინახავდა.
22.06.2020 - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტთა გარკვეული კატეგორიისთვის, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) წარდგენის ვადა გახანგრძლივდა.
19.06.2020 - სკოლის დირექტორები მთავრობას და განათლების სამინისტროს მიმართავენ თხოვნით, რომ 2020-2021 სასწავლო წელი პირველ სექტემბერს დაიწყოს. პანდემიის პირობებში კი სკოლებმა თავად გადაწყვიტონ რეგულაციების დაცვით ჩვეულ რეჟიმში ისწავლიან თუ დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ.
17.06.2020 - განათლების სამინისტრომ ექსტერნატის გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა.
16.06.2020 - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში აღსაზრდელთა დარეგისტრირების ვადა ამოიწურა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბაღებში თავისუფალი ადგილები ამ ეტაპზე არ შევსებულა.
15.06.2020 - ქალაქ ახალციხის ხუთ საჯარო და ერთ კერძო სკოლაში ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეთა ვინაობა უკვე ცნობილია. ყველაზე მეტ, 19 ოქროს მედალს ახალციხის N5 სჯარო სკოლის მოსწავლეები მიიღებენ.
10.06.2020 - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25-ში დასრულდება.
09.06.2020 - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ აბიტურიენტს PCR ტესტით კორონავირუსი არ დაუდასტუდა, თუმცა მას გარკვეული სიმპტომები აქვს, გამოცდის ჩაბარება იზოლირებულ ოთახში მოუწევს.