01.05.2019 - ნინოწმინდა–ახალციხის ცენტრალური მაგისტრალზე 14.6 კმ–იანი მონაკვეთი შენდება. ამ მიმართლებით 10 წელზე მეტია გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელებულა.
30.04.2019 - 2018 წელს ემიგრანტების რიცხოვნობა 98 935 ადამიანით განისაზღვრა და წინა წელთან შედარებით 15.8 პროცენტით გაიზარდა.
28.04.2019 - მიცვალებულთა ხსენების დღეს, 29 აპრილს შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს.
26.04.2019 - 28 აპრილს მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. სააღდგომო სუფრისთვის მზადება უკვე დაწყებულია, ამიტომ ბაზარში განსაკუთრებით ბევრი მყიდველია და პროდუქტზე ფასებიც გაზრდილია.
25.04.2019 - ახალციხეში მცხოვრებლები ერთი წელია რაც ნარჩენების მოსაკრებელს იხდიან. ამ ხნის განმავლობაში მერიამ ადგილობრივებისგან 15 000 ლარი ამოიღო.
25.04.2019 - სამცხე–ჯავახეთში მოქალაქეებმა დაგროვებითი საპენსიო სისტემის დატოვების შესახებ განცხადებით სოციალურ სააგენტოებს ყველა მუნიციპალიტეტში მიმართეს.
25.04.2019 - საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, ვარძიის მიმდებარედ 32 მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული. მისი ნაწილი სახელმწიფოს, ნაწილი კი კერძო კომპანიებს ეკუთვნის. კერძო კომპანიებიდან ყველაზე მეტ ფართს შპს „ვაზისუბნის მამული“ ფლობს, რომლის 50%–იანი წილის მფლობელიც მამუკა ხაზარაძეა.
24.04.2019 - სააღდგომო დღეებში იმატებს კვერცხის და ხორცპროდუქტების მოხმარება. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ხშირად ხდება ხორცის და კვერცხის რეალიზება არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები და უცნობია ხორცის წარმომავლობა და საქონლის დაკვლის ადგილი.
23.04.2019 - აბასთუმანში, ბორჯომ–ხარაგაულის ერონული პარკის ტერიტორიაზე, ყოფილი ტუბსაავადმყოფოს მიმდებარედ, კლდის ნაწილს ჭრიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ ივანიშვილი ვერტმფრენის დასაჯდომს აკეთებს, პარკის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ხანძარსაწინააღმდეგო ავზებს აშენებენ და აქ მხოლოდ სახანძრო ვერტმფრენი დაჯდება.
23.04.2019 - საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ასპინძა–ახალქალაქის გზებზე არსებულ კლდეებს, საიდანაც ლოდები ცვივა, ორ ეტაპად გაასუფთავებენ. სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, როცა ტემპერატურა მოიმატებს.
22.04.2019 - საქართველოს მთავრობა აბასთუმაში ელექტრომობილების ყველაზე მასშტაბური დამტენი ცენტრის მოწყობას გეგმავს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული აუქციონის პირობების მიხედვით, აბასთუმანში 9.3 მილიონი ლარის ღირებულების ავტოსადგომი უნდა აშენდეს.
22.04.2019 - ენერგეტიკის ყოფილ სამინისტროს მიერ სამცხე-ჯავახეთის ენერგეტიკული რესურსი 2017 წლამდე იქნა შესწავლილი. ამის შემდეგ რეგიონის მდინარეებზე 11 სხვადასხვა სიმძლავრის ჰესის მშენებლობა დაიგეგმა.
22.04.2019 - სოფელ აბასთუმანში მცხოვრებ ჩილაშვილებს ხანძრის შედეგად ორსართულიანი სახლი დაეწვათ. დაზარალებულ ოჯახს ადიგენის მერია 9 000 ლარის სამშენებლო მასალებს გადასცემს.
19.04.2019 - აბასთუმანში, იმ შენობას, სადაც 12 წლის განმავლობაში ტუბერკულუზით დაავადებულებს მკურნალობდნენ ანგრევენ. მედპერსონალი კი ახალ, ფილტვის სარეაბილიტაციო ცენტრში გადასასვლელად ემზადება.
19.04.2019 - ქართული ბიზნესის წარმომადგენლებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაციის პროცესში ჩართვის სურვილი გამოთქვეს. 2016 წელს ვარძიის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ფრესკის აღდგენის პროცესში კი მხოლოდ ერთი ქართული კომპანია ჩაერთო.
19.04.2019 - ბორჯომში, სოფელ ბალანთამდე მისასვლელი გზა ამორტიზებულია, ავარიულია შიდა ქუჩებიც. ამასთან ერთად სოფელს არც სათავე ნაგებობა აქვს და არც წყლის სისტემა. ადგილობრივები თვითმმართველობას დახმარებას სთხოვენ.
18.04.2019 - დღეს, 18 აპრილს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტის „დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ პრეზენტაცია გაიმართა. ადგილობრივი თვითმმართველობა მოქალაქეების მიერ ინიცირებული წარმატებული იდეის განხროციელებისთვის, მომავალი წლის ბიუჯეტში 50 000 ლარს განსაზღვრავს.
18.04.2019 - დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას სამცხე–ჯავახეთი 2019 წლის პირველი იანვრიდან გამოეთიშა.
17.04.2019 - დღეს, 17 აპრილს, ახალციხის ციხეზე, უკრაინიდან ჩამოსული ტურისტული კომპანიების თანამშრომლებს სამხარეო ადმინისტრაციისა და თვითმმართველობების წარმომადგენლებმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი გააცნეს.
17.04.2019 - სამცხე–ჯავახეთის ექვსივე თვითმმართველობამ მუნიციპალური ნარჩენების გადამუშავების ხუთწლიანი გეგმა შეიმუშავა. 2019 წელს მათ ნარჩენების სეპარირების წესი უნდა დანერგონ,2020 წლიდან კი განხორციელება დაიწყონ.