FM97.5 / LIVE

,,ლურჯი მწვერვალები“ ყარყატები, ტბები და კიდევ ბევრი რამ . . .

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.06.2019
აიყოლიე ორი-სამი მეგობარი; ჩაიცვი სქელძირიანი ფეხსაცმელი; ქუდიც დაგჭირდება, თბილი ქურთუკიც, ფოტოაპარატი – აუცილებლად და გამოეშურე ნინოწმინდისაკენ.

,,ლურჯი მწვერვალები“  ყარყატები,  ტბები  და კიდევ ბევრი რამ . . .
გინახავს ელექტრონის ბოძებზე ფიჩხებისგან გაკეთებული დიდი ბუდეები, თეთრი ყარყატებით?

ან წმინდა ნინოს დარბაზული ტაძარი?

ან ცისფრად შეღებილი ხის რიკულებიანი სამლოცველო სახლი?

ან კვირა დღეს ტრადიცულ ტანსაცმელში გამოწყობილი დუხობორები, მზის ამოსვლამდე ,,განთიადის წირვას“ როგორ ატარებენ?

ან საღამოს ტბაში როგორ დაგორავს ღამით მთვარე?

ეს ყველაფერი სამცხე-ჯავახეთშია, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.

ნინოწმინდას შეგიძლია წალკიდან ესტუმრო. მეტრო სამგორიდან, დღეში ორჯერ, დილით რვა საათზე, საღამოს კი ექვსის ნახევარზე, გამოდის მიკროავტობუსი, ფასი 13 ლარი.

ნინოწმინდაშია სომხური ეკლესია, რომელიც აგებულია 1884 წელს. ეკლესია ექვემდებარება სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას.

ნინოწმინდაში არის ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის რეზიდენცია. 2001 წლიდან ფუნქციონირებს ღვთისმშობლის ხარების სახელობის დედათა მონასტერი.

ნინოწმინდიდან სოფელი გორელოვკა ახლოსაა, ტაქსი ხუთ ლარად მიგიყვანთ. შესასვლელშივე ჩამოდით და ფეხით აუყევით სოფლის შარას.

აქ დუხობორები ცხოვრობენ, რამდენიმე ოჯახი. ისინი ყოველ კვირა დღეს, ტრადიციულ ტანსაცმელში გამოწყობილები, მზის ამოსვლამდე, "განთიადის წირვას“ ატარებენ. ამ დროს გგონია, რომ სხვა საუკუნეში მოხვდი.

,,ლურჯი მწვერვალები“  ყარყატები,  ტბები  და კიდევ ბევრი რამ . . .

დუხობორები, რომლებმაც, ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, მღვდელი ჩააყოლეს გარდაცვლილს საფლავში (ისინი მღვდელს არ აღიარებენ. როცა ტამბოვის ოლქში გარდაცვლილის ოჯახს გუბერნატორმა შეუთვალა მღვდელმთავრის გარეშე არ დამარხოთო, მათ გარდაცვლილს მღვდელი საფლავში ჩააყოლეს). ახლა ერთობ მშვიდობისმოყვარე და თბილი ხალხია.

ისინი ამბობენ, რომ ყარყატები წმინდა ფრინველები არიან. კითხვაზე, თუ რატომ მიაჩნიათ ასე, ერთმა მოხუცმა მიპასუხა - „ყველაფერს პასუხი არ აქვს, ან რად უნდა ისტორია. წინაპრებს ასე უთქვამთ და ასეც იქნება. როგორც ვერ ახსნი ის მთა რატომ დგას, ან მდინარე რატომ მოდის, ასეა, ალბათ, ეს ისტორიაც. ჯერ იჯერებ, შემდეგ კი გწამს. ხოდა, როგორც გჯერა, რომ მთა უცებ ამოიზიდა, მდინარე იმ მთიდან იღებს სათავეს, ასეა ყარყატებიც. წმინდა ფრინველია და მორჩა“, - მითხრა მოხუცმა.

ნინოწმინდაში, რის ნახვასაც გირჩევდით, არის ტბები – ფარავნის ტბა, ბუღდაშენის ტბა, საღამოს ტბა, ხანჩალის ტბა, ლევანის ტბა . . .

ბუღდაშენის ტბა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ფარავნის აუზში მდებარეობს, ზღვის დონიდან 2040 მ.

,,ლურჯი მწვერვალები“  ყარყატები,  ტბები  და კიდევ ბევრი რამ . . .

ხანჩალის ტბა კი სოფელ დიდ და პატარა ხანჩალთანაა ახლოს. ამიტომაც, როცა ტბის სანახავად ახვალთ, შეგიძლიათ სოფელშიც შეიაროთ და ადგილობრივებს შეხვდეთ. აქაურები გულღია ხალხია. აქ ღია ეზოებია, ამიტომაც პირდაპირ სახლის ზღრუბლზე შეგიძლია ჩამოჯდე, გვერდით ძაღლი ან კატა გადაგორდეს, სახლის პატრონი კედელს მიეყრდნოს და გაიგო როგორ ცხოვრობენ, როგორ შრომობენ და როგორ უყვართ აქაურობა ხანჩალელებს.

ხანჩალლში გირჩის მურაბაც შეგიძლია მიირთვა, ყავასთან ერთად. კიდევ ბევრ ფერად ჩირს მოგართმევენ და სოციალურ ქსელშიც გაჩნდება ფოტო – ჭრელი ხანჩალი, ან მოგზაურობა ხანჩალში, ან სტუმრობა ხანჩალში . . . . მერე ამას სხვები ნახავენ, ისინიც ამოვლენ და ნელ–ნელა იქცევა აქაურობა ტურისტულ ადგილად.

ნინოწმინდაში 31 სოფელია. თუ თავგადასავლებს აგროვებ, უნდა მოიარო ეს დასახლებები. ქალები თავიანთ შრომაზე მოგიყვებიან, კაცები თავისაზე. ახალგაზრდები თავიანთ ყოფაზე გეტყვიან ერთ–ორს.

მუნიციპალური ცენტრიდან 28 კილომეტრში არის სოფელი ფოკა, სადაც დგას XI საუკუნის შუა წლების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — წმინდა ნინოს დარბაზული ეკლესია. ეკლესია ნაგებია სუფთად გათლილი, ნაწყობი კვადრებით. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“–ს თანახმად, საქართველოში ჯავახეთის მთებით შემოსული წმინდა ნინო კაბადოკიელი სწორედ ამ ადგილას შეჩერდა.

ფოკამდე ტაქსი ათ ლარს გამოგართმევთ. თუ გზაზე დადგებით, თითქმის ყველა გამვლელი მანქანა გაგიჩერებთ.

,,ლურჯი მწვერვალები“  ყარყატები,  ტბები  და კიდევ ბევრი რამ . . .

ნინოწმინდა საინტერესო თავგადასავალს გპირდება. მაის–ივნისში აქ მართლაც ნახავთ მთებზე თოვლს, რომლებსაც ღამით ლურჯი ელფერი დაჰკრავს და თუ რომელიმე ტბასთან კარვით ხართ გაჩერებული, ეს უკვე კარგია, რადაგან
ტბაში მცურავი მთვარეც შეგიძლიათ იხილოთ.

ერთი სიტყვით, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობს. ჰოდა, წამო, ნახე ნინოწმინდა!

[გულო კოხოძე, ნინოწმინდა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პირველი ივნისი წმინდა ნინოს ხსენების დღეა
სალომე ზურაბიშვილი ფოკაში იმყოფება
საქართველოში წმინდა ნინოს ხსენების დღე აღინიშნება
27 იანვარი წმინდა ნინოს ხსენების დღეა
27 იანვარს წმინდა ნინოს ხსენების დღე აღინიშნება
1 ივნისს მართლმადიდებლები  წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს ზეიმობენ
1 ივნისს წმინდა ნინოს ხსენების დღეა