19.10.2020 - დღეს, 19 ოქტომბერს, მუგარეთთან სატვირთო მანქანა, რომელსაც ტრაქტორი გადაჰქონდა ამოტრილდა, შედეგად მანქანაში მყოფი ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
19.10.2020 - ახალციხეში მოსახლეობა ბუნებრივი აირის დავალიანებას ვერ იხდის, როგორც კომპანია “ინტერ გაზში” აცხადებენ, მომსახურების გადახდა მხოლოდ „თიბისი“ ბანკის გადახდის აპარატებიდან არის შესაძლებელი.
19.10.2020 - დაახლოებით რვა თვეა, ახალციხის თოჯინების თეატრს პატარა მაყურებელი არ ჰყოლია. დასი სპექტაკლების გამართვას ვერც ღია სივრცეში ახერხებს. მიუხედავად ამისა, მსახიობები მუშაობას განაგრძობენ და პრემიერებს მაინც დგამენ, თუმცა როდის ნახავენ პატარა მაყურებლები ახალ სპექტაკლებს უცნობია.
19.10.2020 - დღეს, 19 ოქტომბერს ახალციხეში პარტია “ევროპულმა საქართველომ” ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზურაბ ჩილინგარაშვილი წარადგინა.
19.10.2020 - სასწრფო სამედიცინო დახმარების განყოფილების მენეჯერის ერემ ეზოიანის განმარტებით, ახალქალაქის ფილიალის 11 თანამშრომელს გრიპის სიმპტომები აქვს, ერთის მდგომარეობა კი მძიმეა.
19.10.2020 - „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“, საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებები გამოიკვლია. ლაბორატორიაში პროდუქტები ფორმალდეჰიდის, ბორისა და ტყვიის შემცველობაზე შეამოწმეს. 15 ნიმუშში ფორმალდეჰიდი, 18 ნიმუშში ბორი, ხოლო 2 ნიმუშში ტყვია აღმოჩნდა.
19.10.2020 - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეტაპობრივად შემოვა გრიპის ვაქცინის 210 000 დოზა, რომლითაც უნდა აიცრან რისკ ჯგუფებში მყოფი ადამიანები.
19.10.2020 - 17 ოქტომბერს 58 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1962 წლის 17 ოქტომბერს 21 წლის ქართველმა მოჭადრაკემ, მოსკოვში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი - ელიზავეტა ბიკოვა დაამარცხა და სათავე დაუდო ქალთა ჭადრაკში ქართველების ჩემპიონობის 29 წლიან ეპოქას.

19.10.2020 - ადიგენის ცენტრალურ სტადიონზე 'მასტერ ლიგას' ფინალური შეხვედრა ფეხბურთში, 'ენთელის' და 'ჭულეს' გუნდებს შორის გაიმართა. შეხვედრა, 'ენთელის' გუნდის სასარგებლოდ, 3:0 ანგარიშით დასრულდა. შესაბამისად, გამოვლინდა მუნიციპალური ტურნირის ჩემპიონი.
19.10.2020 - სამცხე–ჯავახეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის ინფიცირების შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რეგიონის მასშტაბით, ინფიცირებულების რაოდენობა 100–მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 30 პაციენტი, ხოლო ერთი გარდაიცვალა.
19.10.2020 - Հիվանդությունների վերահսկման ազգային կենտրոնը թողարկում է առաջարկություններ, եթե հաստատության աշխատակցի մոտ COVID-19 ախտորոշեն:
19.10.2020 - ახალციხეში კორონავირუსით ინფიცირების სულ 32 შემთხვევაა გამოვლენილი, მათი უმრავლესობა მედპერსონალი ან მათი კონტაქტებია. COVID -19 დაუდასტურდათ, როგორც კლინიკებში მომუშავეებს, ასევე სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს.
19.10.2020 - კორონავირუსით ინფიცირების გამო, 19 ოქტომბრიდან ახალციხის, ნინოწმინდისა და ახალქალაქის ოთხი სკოლა დისტანციური სწავლების მოდელზე გადავიდა. ოთხივე სკოლაში ვირუსი პედაგოგებს დაუდასტურდათ.
19.10.2020 - საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულებსა და იზოლაციაში მყოფებს, სანიტარულ-ჰიგიენური წესების მაქსიმალური დაცვით, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ. მათ გადასატან ყუთს სპეციალური კომისიის წევრები მიუტანენ.
19.10.2020 - ახალციხის N4 საჯარო სკოლა, პედაგოგის კორონავირუსით ინფიცირების გამო, დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
19.10.2020 - გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინა ენდელაძე ავრცელებს.
19.10.2020 - დღეს, 19 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის კიდევ 1 186 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 7 სამცხე-ჯავახეთში გამოვლინდა. მთლიანობაში ქვეყანაში 18 663 კოვიდინფიცირებულია.
19.10.2020 - ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ტყის ქვედა საფარზე გაჩენილი ცეცხლი გვიან ღამით ჩააქრეს.
19.10.2020 - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საიზოლაციო/საკარდანტინო სივრცეში მყოფი COVID 19-ის უსიმპტომო ან მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს.
18.10.2020 - ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ანთან ახლოს ტყის ქვედა საფარი იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.