FM97.5 / LIVE

ახალქალაქში სასწრაფო დახმარების 12 თანამშრომელს კორონავირუსი დაუფიქსირდა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 19.10.2020
სასწრფო სამედიცინო დახმარების განყოფილების მენეჯერის ერემ ეზოიანის განმარტებით, ახალქალაქის ფილიალის 11 თანამშრომელს გრიპის სიმპტომები აქვს, ერთის მდგომარეობა კი მძიმეა.

ახალქალაქში სასწრაფო დახმარების 12 თანამშრომელს კორონავირუსი დაუფიქსირდა

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა ინფიცირების შესახებ საინფორმაციო სააგენტო Jnews.ge წერს. მათი ინფორმაციით, PCR ტესტის შედეგები ცნობილი გუშინ, 18 ოქტომბერს გახდა.

„ინფიცირებულები ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ახალქალაქში კი სასწრაფო დახმარებაში არავინ მუშაობს. სავარაუდოდ, მომსახურებას ნინოწმინდის სასწრაფო სამედიცინო დახმარება უზრუნველყოფს. ჩვენი სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 ექიმიდან ოთხს ვირუსი დაუფიქსირდა. ისინი დღეში ასობით ადამიანთან ურთიერთობენ, ვერ ვიტყვი, როგორ და ვისგან დაინფიცირდნენ“, - თქვა ერემ ეზოიანმა jnews.ge-სთან.

ეზოიანის განმარტებით, ყველას გრიპის სიმპტომები აქვთ, ერთის მდგომარეობა კი მძიმეა და იგი გადაყვანილია თბილისის კოვიდ ცენტრში.

„მე პირადად ვაკონტროლებ თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების მდგომარეობას, ყოველ 3 საათში ერთხელ ვაწვდი ინფორმაციას თბილისს, ინფიცირებულების შესახებ. რაიმე გართულების შემთხვევაში, ჩვენ დაუყოვნებლივ მოვახდენთ რეაგირებას”, - აცხადებს ეზოიანი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, „სამხრეთის კარიბჭე“ დაუკავშირდა ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, ცენტრმა რედაქცია ახალქალაქის მერის მოადგილსთან, არმენ მარანგოზიანათან გადაამისამართა, თავად მარანგოზიანმა კი კომენტარისგან თავი შეიკავა და გვითხრა, რომ ასეთ საკითხებზე საჯაროდ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსმა, გიორგი მიქელაძემ უნდა ისაუბროს - „ამასთან დაკავშირებით კომენტარს გუბერნიაში გიორგი მიქელაძე გააკეთებს“, - გვითხრა მარანგოზიანმა.

მიქელაძემ 12 მედპერსონალის დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია ვერც უარყო და ვერც დაადასტურა:

„მე ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ ამას, ზოგადად სასწრაფო სამედიცინო დახმარებებს არეგულირებს, თვითონ ცენტრალიზებულად ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისად, თვითონ არეგულირებს სამუშაო გრაფიკსაც, როგორ და რანაირად იფუნქციონირებს. მე ვერც დაგიდასტურებთ, ვერც ვუარყოფ“.

ოფიციალური ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში 19 ოქტომბრის 12:00 საათის მონაცემებით სულ 100 პირია ინფიცირებული. ამ მონაცემებში ახალქალაქის სასწრაფო სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები არ მოიაზრებიან.

[რინა სარუხანიან]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 16 ავტომობილი გადაეცა
სამცხე-ჯავახეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 მანქანა გადაეცა
‘მუშაობა შევწყვიტეთ, ყველა იზოლაციაშია’ – ახალციხის სასწრაფოს თანამშრომელი
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს COVID 19 დაუდასტურდა
რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარებების კონტროლს სახელმწიფო უზრუნველყოფს
ნინოწმინდაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი შენდება
სამცხე–ჯავახეთში მედპერსონალის ინფიცირების 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა