FM97.5 / LIVE

ჭადრაკის ფედერაციისა და თიბისის თანამშრომლობის ფარგლებში, რამდენიმე ინიციატივა განხორციელდა ®

მთავარისიახლე, რეკლამა 19.10.2020
17 ოქტომბერს 58 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1962 წლის 17 ოქტომბერს 21 წლის ქართველმა მოჭადრაკემ, მოსკოვში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი - ელიზავეტა ბიკოვა დაამარცხა და სათავე დაუდო ქალთა ჭადრაკში ქართველების ჩემპიონობის 29 წლიან ეპოქას.

ჭადრაკის ფედერაციისა და თიბისის თანამშრომლობის ფარგლებში, რამდენიმე ინიციატივა განხორციელდა ®

თიბისის, როგორც სპორტის ამ სახეობის მხარდამჭერისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მეგობრის ინიციატივით, ციფრულმა მედია პლატფორმა - Movement-მა, საქართველოში ჭადრაკის განვითარებისა და მნიშვნელოვანი თარიღების შესახებ, საგანმანათლებლო ვიდეო მოამზადა. ვიდეოს მიზანი ახალ თაობაში ჭადრაკის პოპულარიზაციაა.

თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, თიბისის სტიპენდიატების სიას 7 ახალგაზრდა მოჭადრაკე შეუერთდა, რომელიც სრულწლოვანობამდე ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებს.

თიბისის სტიპენდიატები კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. სხვადასხვა ორგანიზაცია, თიბისის ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენაში ეხმარება, რომელთაც განვითარებისთვის ფინანსური ხელშეწყობა სჭირდებათ.

თიბისის მისია - ადამიანების ცხოვრების გამარტივება, კიდევ ერთი პრიორიტეტი კი ციფრული არხების განვითარებაა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერის ფარგლებში, თიბისის ინიციატივით, ფედერაციის ვებ-გვერდი სრულად განახლდება.

საქართველო საჭადრაკო ქვეყანაა. სპორტის ამ სახეობის ისტორია, არაერთ მნიშვნელოვან ფაქტსა და სახელს აერთიანებს. ძველ ქართულ ნაწერებში, ჭადრაკი უკვე XI საუკუნეში მოიხსენიება. გიორგი მთაწმინდელმა თარგმანში სიტყვა კამათელი ჭადრაკით შეცვალა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს თამაში ქართველებისთვის ოდითგანვე კარგად ნაცნობი იყო. ჭადრაკზე ცნობები შუა საუკუნეების ქართულ მწერლობაშიც გვხვდება. საჭადრაკო ცხოვრებამ ორგანიზებული სახე 1877 წლიდან მიიღო, როდესაც თბილისში პირველი ოფიციალური საჭადრაკო წრე შეიქმნა.

საბჭოთა პერიოდში, 1980-82 წლებში, ქართველი ქალების (ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი) გუნდმა, ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა.

ასევე აღსანიშნავია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მოპოვებული გამარჯვებები:

1992 წელს ქალთა ნაკრებმა (მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა იოსელიანი, ნინო გურიელი, კაპიტანი - ნანა ალექსანდრია) მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე გაიმარჯვა და პირველად ქართული სპორტის ისტორიაში, დამოუკიდებელი საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა. შემდგომში „ოქროს ნაკრებად“ წოდებულმა გუნდმა, კიდევ ორჯერ მოიპოვა ვერა მენჩიკის სახელობის თასი.

2003 წელს ზურაბ აზმაიფარაშვილი - ევროპის ჩემპიონი, 2008 წელს კი საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა. 2011 წელს ბაადურ ჯობავამ სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 2015 წელს საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 2017 წელს ნანა ძაგნიძემ ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე და ამავე წლის ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა.

2017 წელს თბილისმა - ჭადრაკის მსოფლიო თასს, 2018 წელს კი ბათუმმა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის 185 ქვეყნის 4000 სტუმარს უმასპინძლა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასთან თანამშრომლობა თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის კომპანიისთვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და მემკვიდრეობა.

საქართველო – საჭადრაკო ქვეყანა.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პრემიერი - საქართველო სპორტის მსოფლიო რუკაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს
საჭადრაკო სექცია პირობების გარეშე
ახალციხის პირველი სკოლა ჭადრაკის ჩემპიონი გახდა
‘მილიონი სვლა’ – ჭადრაკის ონლაინ ჩემპიონატი ახალციხეში
ნინოწმინდელმა მოჭადრაკეებმა პირველ-მეორე ადგილები გაიყვეს
თიბისის ყველა ფილიალში სარაგბო განწყობაა ®
ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე იჭიდავებს