FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 100–მდე გაიზრდა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 19.10.2020
სამცხე–ჯავახეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის ინფიცირების შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რეგიონის მასშტაბით, ინფიცირებულების რაოდენობა 100–მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 30 პაციენტი, ხოლო ერთი გარდაიცვალა.

სამცხე–ჯავახეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 100–მდე გაიზრდა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის განმარტებით, რეგიონში კრიტიკულად მძიმე პაციენტები არ არიან: „შვიდი ახალი შემთხვევიდან ოთხი ახალციხის მუნიციპალიტეტშია, ერთი ადიგენის, ერთიც ნინოწმინდის და კიდევ ერთი შემთხვევაც ასპინძის მუნიციპალიტეტში. სულ რეგიონში 100 ინფიცირებულია, დღეს არ გვყავს გამოჯანმრთელებულები და გვრჩება ისევ 30 პაციენტი“.

მისივე განმარტებით, რეგიონში სახლის პირობებში სულ 30–მდე პირი მკურნალობს.

„ნაწილის გადაყვანასთან დაკავშირებით შეტყობინებაა გაკეთებული სასწრაფო სამედიცინო დახმარებასთან და ისინი გადაწყვეტენ, რამდენი განაგრძნობს სახლში მკურნალობას და ვის გადაიყვანენ კლინიკებში, ამიტომ ჯერ ზუსტად არ ვიცით რამდენი დარჩება სახლში“, – ამბობს მიქელაძე.

აპარატის უფროსი ამბობს, რომ ამ ეტაპზე წყაროების მოკვლევა გართულებულია, თუმცა რეგიონში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია.

„წყაროების მოკვლევა ცოტა გართულდა, ძირითადად არის წინა დაფიქსირებული ინფიცირებულის კონტაქტები და აჭრაში მოგზაურობის მქონე პირები არიან. უკონტროლო მდგომარეობა არმგონია იყოს იქიდან გამომდინარე, რომ მასობრივად ხდება კონტაქტების მოკვლევა, მოძიება და თვითზილაციაში გადაყვანა, შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში მათი გატესტვაც. ვფიქრობ, ჯერ მთლიანად რეგიონში კონტროლდება სიტუაცია“, – განმარტა გიორგი მიქელაძემ.

სამცხე–ჯავახეთში მუნიციპალიტეტების მიხედვით covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ასე ნაწილდება:

ადიგენის მუნიციპალიტეტი – 31 შემთხვევა;
ახალციხის მუნიციპალიტეტი – 28 შემთხვევა;
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი – 18 შემთხვევა;
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი – 12შემთხვევა;
ასპინძის მუნიციპალიტეტი – 3 შემთხვევა;

ამ დროისათვის, თვითიზოლაციაში იმყოფება 413 ადამიანი:

ახალციხეში - 210;
ახალქალაქი – 88;
ასპინძა – 36;
ადიგენი – 21;
ბორჯომში - 21;
ნინოწმინდა - 14;

კარანტინში იმყოფება 582 ადამიანი:

17 - ახალციხეში;
565 - ბაკურიანში;

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

COVID-19: სამცხე–ჯავახეთში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 23–მდე გაიზრდა
სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსისგან კიდევ 2 პირი გამოჯანმრთელდა
დაბა ადიგენში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა  დაფიქსირდა
Covid-19-ის ერთი ახალი შემთხვევა ნინოწმინდაში დადასტურდა
რეგიონში გამოვლენილი 24 ახალი შემთხვევიდან  13 ახალციხეში დაფიქსირდა
ახალციხეში კოვიდინფიცირებულთა უმრავლესობა მედპერსონალს უკავშირდება
1- ადიგენი, 1- ახალციხე - COVID 19–ის ახალი შემთხვევები სამცხე-ჯავახეთში