22.04.2019 - ადიგენში, სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ადიგენის SKYE კლუბის წევრებმა ქვეითთა გადასასვლელზე ყვავილები და ჭიამაიები დახატეს.
21.04.2019 - პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის მორიგი დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტებიც. ნახეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოები შემთხვევის ადგილიდან.
20.04.2019 - ახალციხის ციხეს რეაბილიტაცია 2012 წელს ჩაუტარდა, ნახეთ როგორ გამოიყურებოდა ციხე შვიდი წლის წინ.
19.04.2019 - ახალციხეში, ამაღლების ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს, ქუჩის ახალ საათს დგამენ. აქედან საათი გზის რეაბილიტაციის დროს აიღეს.
18.04.2019 - მესხური ოდები, ხავსმოდებული ‘მშრალი ქვებით’ აწყობილი სოფლის ორღობეები და ნივთები, რომელსაც წინაპრები ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებდნენ. ნახეთ ფოტოები ბალანთიდან.
17.04.2019 - ახალციხის ცენტრალურ პარკში, საბავშვო მოედანზე, ატრაქციონების ნაწილი დამტვრეულია.
12.04.2019 - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო იმ ძეგლების ნუსხას აქვეყნებს, რომლებსაც 2019 წელს რეაბილიტაცია უტარდება.
09.04.2019 - სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის, სამხარეო ადმინისტრაციისა და დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებმა გარდაცვლილთა მემორიალებთან ყვავილები მიიტანეს.
09.04.2019 - ახალციხეში, ცენტრალურ პარკში მდებარე 9 აპრილის მემორიალთან ადგილლობრივი ხელისუფლებისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოქალაქეებთან ერთად შეიკრიბნენ და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსნოვნას პატივი მიაგეს.
02.04.2019 - ბორჯომში, ცენტრალური გზის ნაპირას პატარა დასახლებაა, რომელიც გასული საუკინის 40–იან წლებში რკინიგზის თანამშრომლებისთვის გააშენეს. აქ ახლა ექვსი ოჯახი ცხოვრობს და მათი ნაწილი დღემდე რკინიგზაში მუშაობს.
26.03.2019 - აბასთუმანში, 18 ისტორიული სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის კურორტზე 10 სახლი რემონტდება, ორზე კი მხოლოდ გარე ფასადი დარჩა შესაღები.
21.03.2019 - ახალციხის ცენტრალურ პარკსა და საბავშვო ბაღებში დაუნის სინდრომის დღის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.
14.03.2019 - ახალციხეში, თამარ მეფის, სერაპიონ ზარზმელის, თამარაშვილის, ასპინძისა და მიქუტიშვილის ქუჩების ფერდობებზე და ჩიხებში, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე, სამშენებლო ნარჩენები ყრია. დაბინძურებულია მდინარე ფოცხოვის სანაპიროებიც.
13.03.2019 - წითელ წიგნში შესული რუხი წეროები გამოზამთრების შემდეგ, ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე, იმაზე ადრე გამოჩნდნენ, ვიდრე მოფრინავენ ხოლმე. ასევე, ადრიანად მოფრინდნენ წელს ყარყატები, რომლებსაც ჯავახეთში 'ჩაკლაკებს' უწოდებენ.
08.03.2019 - სამცხე–ჯავახეთის მაღალმთიან სოფლებში ზამთარი ექვს თვეზე მეტ ხანს გრძელდება. იქ ჯერ გაზაფხულის მოსვლა არ იგრნობა და გარემო ისევ თოვლითაა დაფარული.
08.03.2019 - დღეს, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება და უქმეა. იდეა ქალთა სოლიდარობის დღის აღნიშვნის შესახებ თავდაპირველად მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში და მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბადა.
18.02.2019 - „სამხრეთის კარიბჭემ“ ახალციხეში მიშენებები 67 კორპუსზე გადაიღო. ქალაქში მიშენებების გარეშე მხოლოდ ორი ახლადაშენებული კორპუსია, ყველა სხვა მრავალბინიან სახლს კი მიშენება ქუჩის შიდა მხარეს მაინც აქვს.
31.01.2019 - ახალციხეში, ქალაქის შემოსასვლელში, პლასტმასის ნაგვის ურნა დაიწვა.
27.12.2018 - ახალციხეში მეორე დღეა გადაუღებლად თოვს. ნახეთ დათოვლილი ახალციხის ქუჩების ფოტოები.
26.12.2018 - ახალციხეში შენობების ნაწილი ათეულობით წელია უფუნქციოდაა დარჩენილი. ავარიული შენობები არამხოლოდ ქალაქის იერსახეს ამახინჯებს, სახიფათოცაა. ნახეთ „სამხრეთის კარიბჭის“ ფოტორეპორტაჟი ქალაქის იმ უბნებიდან, სადაც ბოლო წლების განმავლობაში არაფერი შეცვლილა.