12.12.2019 - პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა უვადოდ დასანიშნი 14 მოსამართლის სია დაამტკიცა. რეკომენდაცია არ გაუწიეს მხოლოდ: თამარ ალანიას, შოთა გეწაძეს, ზაზა თავაძეს, პაატა სილაგაძეს, ლაშა ქოჩიაშვილსა და გოჩა ჯეირანაშვილს.
12.12.2019 - იურიდიულ კომიტეტზე ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების გამო, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის პროცედურას ვერ იწყებენ. პარალელურად პარლამენტთან დილიდან იმართება აქცია. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები უმრავლესობას მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭირონ მოსამართლეთა სიას.
12.12.2019 - საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიასთვის დეპუტატის სტატუსის მოხსნას მხარი ერთხმად დაუჭირა და ბიუროს გადაუგზავნა.
11.12.2019 - ლევან ხარაბაძე 2013 წლიდან ჯერ თავდაცვის, შემდეგ კი შს სამინისტროში მუშაობს. ბოლოს მას მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიცია ეკავა.
11.12.2019 - სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იმის მაგივრად, რომ საქმეზე ორიენტირებული კომენტარები ან თუნდაც კრიტიკა ისმოდეს, ჩასაფრებული პოზიციიდან პრეზიდენტის ყველა სიტყვა ხდება საქილიკო.
11.12.2019 - დღეს, 11 დეკემბერს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
11.12.2019 - ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
11.12.2019 - საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო” მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს დაუყოვნებლივ მოუხადოს ბოდიში თითოეულ ჯარისკაცს, ასევე მიმართავს საქართველოს თავდაცვის მინისტრს და თავდაცვის ძალების მეთაურს, მოახდინონ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე მკაცრი რეაგირება.
11.12.2019 - საქართველოს პრეზიდენტმა ქართული ენისა და კულტურის დღეზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა – ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა.
10.12.2019 - პრემიერ-მინისტრმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ეფექტურად მზარდი დარგი როგორც ექსპორტის ნაწილში, ასევე შიდა მოხმარების დაკმაყოფილებისა და პირველ რიგში იმპორტის შემცირების ნაწილში.
09.12.2019 - ბოლო შვიდი წელია, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში სახელმწიფო უწყებები საწვავს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარის ოჯახის კომპანია „მეეკისგან“ ყიდულობენ. ამ უწყებებს შორისაა თვითონ ენზელ მკოიანის ბიუროც. დეპუტატის ძმისა და შვილების შპს-მ ამ გზით უკვე ნახევარ მილიონ ლარამდე მიიღო.
09.12.2019 - საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ სამეთვალყურეო საბჭოს თანამდებობის დატოვების თხოვნით დღეს, ცხრა დეკემბერს მიმართა. იგი იმედოვნებს, რომ რეფორმა წარმატებით გაგრძელდება, „ყოველ შემთხვევაში, მე ამის შესახებ ვილოცებ ყოველთვის”.
08.12.2019 - ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით მეორე შეხვედრას გამართავენ. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.
08.12.2019 - 8-10 დეკემბერს თბილისი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიურ სესიას - „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვები“ უმასპინძლებს.
06.12.2019 - დღეს, ექვს დეკემბერს დიდი ბრიტანეთის ელჩი, ჯასტინ მაკკენზი სმიტი სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შემდეგ, სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკას ესტუმრა.
06.12.2019 - დღეს, ექვს დეკემბერს, დიდი ბრიტანეთის ელჩი, ჯასტინ მაკკენზი ახლციხეში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა. ორივე მხარემ არსებული კავშირების გამყარებაზე ისაუბრა.
06.12.2019 - „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ესწრება.
05.12.2019 - დიდი ბრიტანეთის ელჩი ახალციხეში ხვალ, ექვს დეკემბერს სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულს, ახალციხის მერს, ადგილობრივ მოსახლეობას და უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება.
04.12.2019 - დღეს, ოთხ დეკემბერს ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო სისტემის კანონპროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, დარეგისტრირებული კანონპროექტი ე.წ. გერმანულ მოდელს გულისხმობს.
03.12.2019 - კონცერტზე, რომელიც ევროპის კვირეულის გახსნას მიეძღვნა და „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გაიმართა, ბორჯომიდან ცენტრალური პარკის თანამშრომლები წაიყვანეს.