09.09.2018 - ვალეში, კათოლიკე მრევლმა ღვთისმშობლის შობა იზეიმა. სადღესასწაულო წირვა ვალის კათოლიკურ ტაძარში ეპისკოპოსმა, ვატიკანის ელჩთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
12.08.2018 - ახალციხეში, წინუბანში, სადაც ეთნიკური სომხები ცხოვრობენ სოფლის დღე იზეიმეს. დღესასწაულს სომხეთიდან ჩამოსული ეპისკოპოსი რაფაელ მინასიანი და ადგილობრივი თვითმმათველობის წარმომადგენელბი დაესწრნენ.
08.07.2018 - ახალციხეში მცხოვრებმა ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა „ვარდავარის“ დღესასწაული აღნიშნეს. ტრადიციულად, ისინი საზეიმო ლიტურგიას დაესწრნენ, შემდეგ კი ერთმანეთი წყლით გაწუწეს.
08.07.2018 - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში , სომხური აშუღური ხელოვნების ცნობილი წარმომადგენელი - "ჯივანი" გაიხსენეს. მისი სახელობის დღესასწაულზე, ადგილობრივებმა ტრადიციულად ღონისძიება გამართეს.
30.06.2018 - „ახალციხელობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, „ახალციხის ციხის“ ტერიტორიაზე ქართული რეწვის ნიმუშების, ასევე, მხატვრების ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა იმართება.
30.06.2018 - სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ‘ახალციხის ციხეზე’ ფერმერებისა და კოოპერატივების მიერ გამოფენილი პროდუქტები დაათვალიერა.
29.06.2018 - სამლოცველო სახლი და ობოლ ბავშვთა თავშესაფარი, ადგილი, სადაც დუხობორებმა იდენტობა შეინარჩუნეს. ნინოწმინდაში, სოფელ გორელოვკაში, დაახლოებით, ათამდე მოსახლეა შემორჩენილი, მაშინ როცა ჯავახეთში დუხობორები შვიდ სოფელში ცხოვრობდნენ.
26.06.2018 - ადიგენში, სოფელ უდეში დღეს, 26 ივნისს, ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.
21.06.2018 - ახალციხეში კეცხოველის, თამარაშვილის, რუსთაველისა და დიდიმამიშვილის ქუჩებზე მოსახლეობა ნაგავს გზებზე გაჩენილ ორმოებში, ასევე, ფანჯრების ძირში ყრის.
19.06.2018 - სოფელი ჭობარეთი ასპინძის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1440 მეტრზე მდებარეობს. 2014 წლის აღწერის მიხედვით, სოფელში 290 ადამიანი ცხოვრობს. ადგილობრივები მესაქონლეობას მისდევენ.
12.06.2018 - ადიგენში, ერთ–ერთ ყველაზე მაღალმთიან სოფელში, რომელიც შუაგულ ტყეშია, ყავრით დახურული ათი ხის სახლი დგას, თუმცა აქედან ორი ცარიელია და მალე თითქმის ყველა დაიკეტება, ადგილობრივები მთაში წასასვლელად ემზადებიან.
01.06.2018 - „ნუ მომკლავ“ „აღსრულდეს სამართლიანობა“, „ძალა ერთობაშია“ , „არა შერჩევით სამართალს“, „მხარს ვუჭერთ სარალიძეების ოჯახს“ , „შემდეგი შეიძლება შენ იყო“ „დღეს მეც სარალიძე ვარ“, – ამ ტრანსფარანტებით ახალციხეში სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
31.05.2018 - „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს და სომხეთს სხვადასხვა საგარეო ვექტორი აქვთ არჩეული, ეს ორი ქვეყნის ურთიერთობას ხელს ვერ შეუშლის“, – განაცხადა ფაშინიანმა ახალქალაქში გამართულ შეხვედრაზე.
31.05.2018 - ნინოწმინდაში, სოფელ სათხეში სომხეთის პრემიერ–მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ადგილობრივები პურითა და მარილით დახვდნენ. ასე მათ სტუმრისადმი პატივისცემა გამოხატეს.
24.05.2018 - დღეს, 24 მაისს, დილიდან ახალციხის ცენტრალურ ქუჩაზე, ტურისტული დაფა, რომელზეც ახლომდებარე შენობების დასახელებასა და მიმართულებას ამოიკითხავთ, ძირს გდია.
22.05.2018 - ახალციხის სამ დასახლებაში ძლიერი წვიმა მოვიდა. სტიქიის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა დატბორა შენობები, ეზოები, სასოფლო–სამეურნეო სავარგულები. მწყობრიდან გამოვიდა სოფლებში არსებული ინფრასტრუქტურა: გზები და ხიდები. ადგილობრივი თვითმმართველობა ზარალს ითვლის. ადგილზე, მძიმე ტექნიკით გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
21.05.2018 - აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ეკლესიის აღსადგენად 9 200 000 ლარია გათვალისწინებული. ისტორიული ძეგლი პირვანდელ სახეს სამ წელიწადში დაიბრუნებს.
17.05.2018 - ახალციხის ცენტრში, თამარ მეფის ქუჩაზე, თითქმის სამი თვეა ფილებია დაზიანებული.
10.05.2018 - მესხმა კათოლიკეებმა ამაღლების სადღესასწაულო წირვა ბუზმარეთის ეკლესიასთან ახლოს, ტყეში აღავლინეს. ტაძარი სადავოა და ათ წელზე მეტია, რაც აქ მართლმადიდებელი სასულიერო პირები ლიტურგიას ეკლესიაში ატარებენ, კათოლიკეები კი გარეთ.
10.05.2018 - ახალციხის ცენტრალურ პარკში მესხეთის სახელმწიფო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე კიბეა დაზიანებული. დაახლოებით, ერთი თვეა, რაც აქ ბაზალტის ფილებია დამტვრეული.