24.04.2020 - პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა. ამიერიდან მას პროფესიული პროგრამების განხორციელების უფლება აქვს.

24.04.2020 - პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განმარტებით, სკოლის შენობაში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება. მისივე თქმით, ამ წელს არც აკადემიური წელი გამოცხადდება, რადგან განათლების სამინისტრომ ეფექტურად შეძლო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა.
22.04.2020 - პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნითა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამო, პირველკლასელთა რეგისტრაციის ოთხივე ეტაპზე რეგისტრაციისა და დოკუმენტაციის წარდგენის თარიღები შეიცვალა.
13.04.2020 - არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის „ტელესკოლის“ ფარგლებში, გაკვეთილები მათ მშობლიურ ენაზე ჯერ არ დაწყებულა. შესაბამისად, ისინი იძულებულნი არიან სასწავლო პროცესში ჩართვისთვის სხვა დისტანციური საშულებები გამოიყენონ. მაგალითად ინტერნეტ პლატფორმა. თუმცა ჯავახეთის დასახლებათა უმრავლესობაში უკაბელო ინტერნეტის პრობლემა დგას.
06.04.2020 - განათლების მინისტრის განმარტებით, სკოლებში მიმდინარე სემესტრი არ ჩავარდება, რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, მისი ფორმატის ან თარიღის ცვლილების საკითხი არ განიხილება.
30.03.2020 - დღეიდან, 30 მარტიდან, მოსწავლეებისთვის ტელეგაკვეთილები დაიწყო. მომზადდა გაკვეთილების ცხრილი, რომელიც, კლასების მიხედვით, მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს.
30.03.2020 - განათლების სამინისტრო პრაქტიკოსი მასწავლებელებისთვის და მასწავლებლობის მსურველთათვის რეგისტრაციას იწყებს. საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის მსურველთა რეგისტრაცია 30 მარტის 10:00 საათზე დაიწყება და 30 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
20.03.2020 - ვირტუალურ სივრცეში მოწყობილი საკლასო ოთახები და პროცესის ინტერნეტ პლატფორმებით წარმართვა სამცხე-ჯავახეთის ბევრ სკოლაში გამოწვევად რჩება. ახალი რეალობის მორგება პრობლემური აღმოჩნდა, როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეების ნაწილისთვის. უკეთესი მდგომარეობაა ქალაქის სკოლებში, სოფლად კი გამოწვევას უინტერნეტობაც ემატება.
16.03.2020 - კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განათლების სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. სკოლებმა განახლებული სასწავლო პროცესი უნდა დაგეგმონ იმგვარად, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები სრულად იყოს მიღწეული.
13.03.2020 - სანამ საქართველოში სკოლები დაკეტილია, ამერიკის საელჩოში, გვსურს, ბავშვებს სწავლის გაგრძელებაში დავეხმაროთ, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.
11.03.2020 - საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა. ასევე, პირველ აპრილამდე შეწყდება სპეციალური საჭიროებების მქონე პირების მომსახურება დღის ცენტრებშიც.
05.03.2020 - საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე სადეზინფექციო ღონისძიებების გამო, ექვს და შვიდ მარტს დირექტორობის მსურველთა ტესტირება აღარ ჩატარდება.
04.03.2020 - კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც შეჩერდა. საგანმანათლებლო დაწესებულება 4–დან 16 მარტამდე დაისვენებს.
02.03.2020 - დაბა წაღვერის საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გამარჯვებულია. ნინო ქარდავა სპეციალურმა ჟიურიმ ფინალში გასულ შვიდ საუკეთესო პედაგოგს შორის შეარჩია.
02.03.2020 - სამცხე-ჯავახეთის 151 სკოლაში არ არის მანდატური, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი და ვიდეოკამერები - სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2016-2018 წლის ანგარიშს აქვეყნებს.
02.03.2020 - ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დღეს, ორ მარტს დაიწყო და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
02.03.2020 - დღეიდან, ორი მარტიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები გაივლიან.
01.03.2020 - კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სწავლის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხვალ, ორ მარტს მიიღებს.
28.02.2020 - განათლების სამინისტრომ სკოლის დირექტორობის მსურველთათვის, კონკურსის პირველი ეტაპის ჩატარების დრო, ადგილი და ხანგრძლივობა განსაზღვრა.
25.02.2020 - საგაზაფხულო არადადეგები საჯარო და კერძო სკოლებში ცხრა დღე გაგრძელდება.